„მილანი“ გახდა მე-4 გუნდი ტოპ 5 ჩემპიონატებში, რომელმაც 100 და მეტი ქულა მოიპოვა 2020 წლის 1 იანვრის შემდეგ. პირველი სამი არიან „სიტი“, „ბაიერნი“ და „რეალი“.
„მილანის“ რიგებში ამ სეზონში 6-მა ისეთმა ფეხბურთელმა გაიტანა, რომლებიც 1999 წლის 1 იანვრის შემდეგ არიან დაბადებული. ეს სამით მეტია, ვიდრე სერია A-ს ნებისმიერი სხვა გუნდის შემთხვევაში. ბოლო ტურში დიეგო დალოტიმ გაიტანა.
სიმის („კროტონე“) მეორე გოლის წყალობით, სერია A-ს აუტსაიდერმა იტალიის მთავარ ლიგაში მე-100 შედეგიანი დარტყმა მიითვალა.
„ფიორენტინას“ ორმა მცველმა (კუარტა და მილენკოვიჩი) გაიტანა გოლი ერთ მატჩში, რაც ფლორენციელებისთვის პირველი შემთხვევაა 2014 წლის დეკემბრის შემდეგ.
იურაი კუცკამ („პარმა“) 2018/19 წლების სეზონის შემდეგ მე-7 პენალტი შეასრულა უშეცდომოდ, რაც ამავე პერიოდში მეორე შედეგია რომელუ ლუკაკუს (10) შემდეგ.
ჯანლუკა მანჩინიმ („რომა“) სერია ა-ში 11 გოლიდან 6 თავით გაიტანა.
„იუვენტუსმა“ „ლაციოსთან“ სერია ა-ს ბოლო 8 საშინაო მატჩიდან 7 მოიგო (1 მარცხი), ბურთების სხვაობით – 19:5.
„იუვენტუსმა“ მიმდინარე სეზონში პირველ 15 წუთში 5 გოლი გაუშვა, რაც სამით მეტია, ვიდრე წინა ორ სეზონში ერთად.
ალვარო მორატამ 15 (7+8) ქულა მოაგროვა „იუვენტუსში“. ეს სერია ა-ს რეკორდია ამ სეზონში.
მორატას 4 (3+1) ქულა აქვს ბოლო 2 მატჩში.
იუვე მილანს მიუახლოვდა და ინტერს გასცქერის: რონალდო დაასვენეს
სერია ა – 26-ე ტური
სპეცია – ბენევენტო 1:1
უდინეზე – სასუოლო 2:0
იუვენტუსი – ლაციო 3:1
რომა – ჯენოა 1:0
კროტონე – ტორინო 4:2
ფიორენტინა – პარმა 3:3
ვერონა – მილანი 0:2
სამპდორია – კალიარი 2:2
ნაპოლი – ბოლონია 3:1
ორშაბათი, 8 მარტი
ინტერი – ატალანტა
GIPHY App Key not set. Please check settings