in

ევრო 2020-დან შესაძლოა 3 ქალაქი ამოვარდეს: საფრთხის ქვეშ გლაზგო, დუბლინი და ბილბაო არიან

ევრო 2020 განიხილებოდა როგორც გაერთიანების ლამაზი იდეა, რომელსაც 11 ევროპული ქვეყნის 12 ქალაქი უნდა მოეცვა. თუმცა, შესაძლოა ქალაქების სია შემცირდეს და ტურნირს დუბლინი, ბილბაო და გლაზგო მოაკლდეს. არადა სამივე მათგანს 4-4 მატჩისთვის უნდა ემასპინძლა.

ევრო 2020 ჩემთან ჩავატაროთ: დიდი ბრიტანეთი ვაქცინაციის პრობლემას აგვარებს

იანვრის ბოლოს უეფას პრეს-სამსახური წერდა, რომ თამაშებზე მაყურებლის დასწრების ოთხი სცენარი განიხილებოდა: სავსე ტრიბუნები, 50%-იანი დასწრება, 20-30%-იანი დასწრება ან მატჩი მაყურებლის გარეშე.

მასპინძელ ქალაქებს კი სასურველი სცენარის შერჩევა და უეფასთან შეთანხმება ევალებოდათ. უეფას სურს, რომ სტადიონი სანახევროდ მაინც გაივსოს, ამ სამმა ქალაქმა კი მაყურებლის მიღების ვერანაირი გარანტია ვერ წარადგინა.

შოტლანდიის ხელისუფლება ლოკდაუნს დიდი სიფრთხილით ტოვებს, ამიტომ უჭირს იმის თქმა თუ როდის დაუშვებს მაყურებელს სტადიონზე.

ირლანდიაში მატჩებზე დასწრების აკრძალვა 5 აპრილამდე მოქმედებს. ფედერაცია ვერ იძლევა იმის გარანტიას, რომ ზაფხულისთვის სიტუაცია შეიცვლება.

ანალოგიური მდგომარეობაა ბილბაოშიც და მატჩებზე მაყურებლის დაბრუნებას დიდი სიფრთხილით უყურებენ.

გლაზგოსა და დუბლინის 8 მატჩს ინგლისი აიღებს თავის თავზე. ქვეყანაში ვაქცინაცია აქტიურად მიმდინარეობს და ფანების სტადიონზე დაბრუნებაც აღარ აშინებთ.
მეტიც, დიდი ბრიტანეთი მზადაა აბსოლიტურად ყველა თამაშს უმასპინძლოს, უბრალოდ უეფას ევროს ერთ ქვეყანაში ჩატარება არ სურს.

საბოლოო ფორმატს ფედერაცია აპრილში დააზუსტებს, მანამდე კი მონაწილე ქალაქებმა მოქმედების ზუსტი გეგმა უნდა წარადგინონ.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

წლევანდელი სეზონით უკმაყოფილო ვარ, მუდამ მაქსიმუმს ვითხოვ: ბუდუ ზივზივაძე

ბაიერნი ისევ თავის ადგილს მიუჩენს დორტმუნდს?