კატალონიის „ბარსელონას“ ხელმეორედ არჩეულმა პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ არაერთგზის აღნიშნა, რომ გუნდი არ გეგმავს ფრენკი დეიონგის გასხვისებას, თუმცა 5 აგვისტოს, ლა ლიგამ ბლაუგრანას ცუდი ამბავი ამცნო. „ბარსა“ ახალ მოთამაშეებს ვერ დაარეგისტრირებს, სანამ გუნდი დამატებით ფინანსურ შემოსავალს არ წარადგენს, შესაბამისად, დეიონგის გასხვისება გარდაუვლად მოსჩანს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ლევანდოვსკი, კესი, კრისტენსენი, რაფინია და სხვანი, რამბლაზე სეირნობაში აიღებენ მილიონებს.
ფრენკის საკითხზე ჩავის ტვ3-მა ჰკითხა: „არ ვიცი რა მოხდება. ყველაფერი აგვისტოს ბოლოს გაირკვევა. მან იცის, რომ მსურს გუნდში დარჩეს, თუმცა წინასწარ ვერაფერს გეტყვით“.
ჟოან ლაპორტა: „დეიონგმა იცის, რომ ის ჩვენი გეგმის ნაწილია და მისი გაყიდვა არ გვსურს, თუმცა აუცილებლობის შემთხვევაში არ ვიცით რაიქნება“.
რიტორიკა, ცალსახად, შეცვლილია და ნიდერლანდელის ხელფასსაც თუ გავითვალისწინებთ, რომელიც 29 მილიონ ევროს შეადგენს, „ბარსას“ სხვა გზა აღარ რჩება, 25 წლის ნიდერლანდელი გასაშვებია… „მანჩესტერი“ ვიცით, თუმცა ბოლო პერიოდში „ჩელსიმაც“ წამოჰყო თავი.
GIPHY App Key not set. Please check settings