in ,

დინამომ თასზე მოიგო. აკადემიის ახალი ნაკადი გამოჩნდა!

თბილისის „დინამომ“ კონფერენს ლიგაზე გამოსვლა სრული კრახით დაასრულა. გუნდი ნახევრად პროფესიონალურ „პაიდესთან“ დამარცხდა და მორიგი წარუმატებელი სეზონი მიემატა გრძელ ნუსხას.

გუშინ კი დედაქალაქელებმა თასის 1/16 ფინალში „სამტრედიას“ წინააღმდეგ ითამაშეს და 2:1 გაიმარჯვეს. სახეცვლილმა „დინამომ“ პირველი ოფიციალური მატჩი გამართა. გუნდიდან ლეგიონერთა დიდი ნაწილი წავიდა, ხოლო აკადემიის სამმა მოთამაშემ სადებიუტო წუთები მიიღო. გაბრიელ სიგუა, ლუკა ლაცაბიძე და თემურ გოგნაძე სამტრედიასთან მატჩში 74-ე წუთზე ცვლილებიდან შემოვიდნენ.

„დინამოს“ მხრიდან გოლები სტანისლავ ბილენკიმ და სტეფან ანტილევსკიმ გაიტანეს. ასევე სახსენებელია, რომ გუნდს ჯიმი ტაბიძემ უკაპიტნა! ნამატჩევს გიორგი ჭიაბრიშვილმა მოწინააღმდეგის სიძლიერესა და საკუთარი ფეხბურთელების მონდომებას გაუსვა ხაზი, მატჩი კი წარმატებულად შეაფასა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მესიმ კარიერაში პირველი მაკრატელა გაიტანა. პსჟ-მ ჩინებულად დაიწყო

ბარსას დეიონგთან შელევა უწევს?