გუშინ, საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის, Crystalbet ეროვნული ლიგის მეთოთხმეტე ტურის მატჩები გაიმართა. განსაკუთრებით, ძალიან მაგარი საფეხბურთო გარემო და ლამაზი გოლების წვიმა ვიხილეთ ბათუმის “აჭარაბეთ არენაზე”. ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა და გათამაშების ცხრილის ერთპიროვნულმა ლიდერმა ბათუმის “დინამომ” აუტსაიდერ თბილისის “ლოკომოტივს” უმასპინძლა და 7:2 დაამარცხა.
პირველ ტაიმში 6 გოლი ვიხილეთ . თითო-თითო გოლი გაიტანეს ზურიკო დავითაშვილმა და ხვიჩა კვარაცხელია, ჯამბულ ჯიღაურმა კი დუბლი მიითვალა. ეფექტური გოლები გამოივიდათ “რკინიგზელებსაც, რომელთაგან გოლებით თავი-გიორგი ქველაძემ და გიორგი ომარაშვილმა გამოიჩინეს.
მეორე ნახევარში გოლები-მილან რადინმა, თორნიკე გაფრინდაშვილმა და ზურიკო დავითაშვილმა გაიტანეს. ხვიჩა კვარაცხელიამ მატჩი გოლს პლუს საგოლე პასით დაასრულა.
ამ გამარჯვებით ბათუმის “დინამოს” 31 ქულა დაუგროვდა და უახლოეს მდევარს 5 ქულით უსწრებს.
საინტერესო შეხვედრა გაიმართა ქუთაისშიც. გულშემატკივრების გარეშე დარჩენილმა (დისკვალიფიკაცია) ქუთაისის “ტორპედომ” “თელავი” მიიღო და ფრეს დასჯერდა. ორივე გოლი მეორე ტაიმში გავიდა. გიორგი კუხიანიძის პენალტს, მალევე შეცვლაზე შემოსულმა გიორგი ხაბულიანმა უპასუხა.
ზედიზედ მეხუთე შეხვედრაში იმარჯვა გიორგი მიქაძის წყალტუბოს “სამგურალმა”. იმერლებმა ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენაზე” საფეხბურთო კლუბი “გაგრა” 2:0 დაამარცხეს. გოლები სამწუთიან მონაკვეთში (35-38) ჯეფერსონ ჯერალდომ და თედო კიკაბიძემ გაიტანეს.
მორიგი მატჩი ვერ მოიგო ანდრეი დემჩენკოს “დილამ”, რომელიც ბოლნისის “სიონს” უგოლოდ დაშორდა 0:0. ასევე, უგოლოდ დასრულდა “დინამოსა” და “საბურთალოს” თბილისური დერბი.
14 ტურის შემდეგ, Crystalbet ეროვნულ ლიგაში შემდეგი მდგომარეობაა.
GIPHY App Key not set. Please check settings