სუპერლიგამ ტურნირის ჩატარების ფორმატი წარადგინა.
შეგახსენებთ, ევროკავშირის სასამართლომ გადაწყვეტილება სუპერლიგის სასარგებლოდ გამოიტანა და ფიფასა და უეფას მხრიდან წინააღმდეგობა უკანონოდ მიიჩნია.
როგორც კომპანია А22 Sports აცნობებს, რომელიც სუპერლიგის შექმნითაა დაკავებული, ტურნირი ღია იქნება, მონაწილეები სპორტული პრინციპით შეირჩევიან.
პარალელურად კლუბები მონაწილეობას მიიღებენ ეროვნულ ჩემპიონატებში.
ტურნირი შედგება 64 გუნდისგან. მატჩები შუა კვირაში ჩატარდება.
Marca-ის ინფორმაციით, სუპერლიგა სამ დივიზიონს მოიცავს – Star, Gold და Blue – მათ შორის გათვალისწინებულია დაქვეითება და დაწინაურება.
Star და Gold-ში 16 გუნდი იქნება, Blue ლიგში – 32 გუნდი, სადაც მოხვედრა ეროვნულ ჩემპიონატში ნაჩვენები შედეგებით მოხდება. მუდმივი მონაწილეები არ იქნებიან.
ტურნირი შედგება რეგულარული ჩემპიონატისა და პლეი-ოფებისგან. რეგულარულში კლუბები ორ წრედ ითამაშებენ 8-გუნდიან ჯგუფებში. ასე რომ, თითო გუნდი ტურნირში მინიმუმ 14 შეხვედრას ჩაატარებს.
შესაძლოა სუპერლიგა უკვე 2025/26 წლების სეზონიდან ჩაეშვას. პირველი გათამაშების მონაწილეები გაირკვევა ინდექსის საფუძველზე, რომელიც კლუბების შედეგებს დაეყრდნობა.
ამჟამად სუპერლიგის პროექტში ორი მონაწილე დარჩა – „რეალი“ და „ბარსელონა“.
GIPHY App Key not set. Please check settings