in

ქართული ოლ სტარის ყველა მონაწილე ცნობილია: თამაში 28-შია

2024 წლის All Star-ის სასტარტო ხუთეულების არჩევის პროცესი დასრულდა, ხოლო სათადარიგო მოთამაშეები გუნდების მთავარმა მწვრთნელებმა – ირაკლი ხოშტარიამ და ლექსო ლაფანაშვილმა კალათბურთის ფედერაციაში გამართულ სპეციალურ პრესკონფერენციაზე დაასახელეს.

მოგეხსენებათ, ბოლო წლებში დამკვიდრებული წესის თანახმად, სუპერლიგის ყველა ვარსკვლავის მატჩში ერთმანეთს ადგილობრივი კალათბურთელებითა და ეგიონერებით დაკომპლექტებული გუნდები ხვდებიან. გუნდების სასტარტო ხუთეულის წევრებს გამოკითხვა ავლენს, რომელიც ოლ სტარამდე გარკვეული პერიოდის მანძილზე ფედერაციის ოფიციალურ ვებ-გვერდზე მიმდინარეობს ხოლმე. მმეტოქე გუნდების დანარჩენ, 7-7 წევრს მთავარი მწვრთნელები არჩევენ.

ასევე დამკვიდრებული ტრადიციის თანახმად, ოლ სტარის გუნდებს სუპერლიგის ცხრილში პირველი წრის შემდეგ I და II ადგილებზე მყოფი გუნდების მწვრთნელები უძრვებიან. ადგილობრივების გუნდს სუპერლიგის ლიდერი თსუ-ს მთავარი მწვრთნელი, ლექსო ლაფანაშვილი გაწვრთნის, რომელსაც ასისტენტებად მისი გუნდის მწვრთნელი ნიკა მსხალაია და კლუბ რაშის თავკაცი, ბესო ლეჟავა გაუწევენ. ლეგიონერთა გუნდს გურჯაანის “დელტას” მთავარი მწვრთნელი, ირაკლი ხოშტარია უხელმძღვანელებს, რომელსაც ასისტენტებად დელტაში მისი თანაშემწე საბა ზაქრაძე და გორის “ივერიონის” მთავარი მწვრთნელი, დიმიტრი ჯაკობოვი ეყოლება.

ლაფანაშვილმა და ხოშტარიამ 7-7 სათადარიგო მოთამაშე დღეს, პრესკონფერენციაზე დაასახელეს, რომელსაც სუერლიგისა და ასაკობრივი ლიგების დირექტროი, გიორგი ჯაფარიძე უძღვებოდა. მათ არჩევანს და გმოკითხვის შედეგად ხუთეულში მოხვედრილ მოთამაშეების სიას აქ წამოდგენილს ბანერზე გაეცნობით.

All Star-ის მატჩის ფარგლებში გაიმართება 3 ქულიანებისა და ჩატენვების კონკურსები. სნაიპერთა კონკურსში მონაწილე 5 კალათბურთელი სუპერლიგის პირველი წრის შემდგომ, 3-ქულიანი სროლების საუკეთესო პროცენტული მაჩვენებლის მქონე შემგომი კალათბურთელები იქნებიან: ოთარ ფხაკაძე (გურჯაანი), დავით ლომიძე (ქუთაისი), ჯონ ნეიგლი (ორბი), ტაირი ბოიკინი და ალექსანდრე ფევაძე (ორივე თსუ).

2024 წლის სუპერლიგის ყველა ვარსკვლავის მატჩი 28 იანვარს, თბილისი არენაზე გაიმართება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

საქართველოს კიდევ ერთი წაგება ჩაუთვალეს: პორტუგალიასთან 2:1 გახდა 0:5

საზონოვი ტორინოს მოგებაში დაეხმარა: კვიპროსზე ქართველებმა გაიტანეს