„ბარსელონას“ თავდამსხმელი ლიონელ მესი ლა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს თებერვლის თვეში.
33 წლის არგენტინელმა ზამთრის ბოლო თვეს 5 მატჩში 7 გოლი გაიტანა. სულ კი მესის ანგარიშზე ჩემპიონატის წლევანდელ სეზონში 19 გოლია.
ამ პრიზზე პრეტენდენტები ასევე იყვნენ: ალეკსანდრ ისაკი („რეალ სოსიედადი“), იასინ ბონო („სევილია“), ტიბო კურტუა („რეალი“), ალექს ბერენგერი („ატლეტიკი“), ნაბილ ფეკირი („ბეტისი“) და ხოსე ლუის მორალესი („ვალენსია“).
ბუცები, რომლითაც მესიმ სარეკორდო გოლი გაიტანა, ხელოვნების მუზეუმში გამოფინეს
მესი ინკოგნიტოდ ცხოვრობს, მას ვერავინ ხედავს
GIPHY App Key not set. Please check settings