in

5 ფეხბურთელი, რომლებმაც ყველაზე მეტი გოლი გაიტანეს ფინალში: რონალდო და მესი აქ არიან

ფინალურ მატჩში გატანილი გოლი უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ გოლი.

რომარიო – 19 გოლი

ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირია – 755 გოლი.
1994 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე 5 გოლით „ოქროს ბუცი“ მოიგო. „ბარსელონას“ თავდამსხმელი ფიფამ წლის ფეხბურთელად დაასახელა.
რომარიოს ფინალებში 19 გოლი აქვს გატანილი.

კრიშტიანო რონალდო – 20 გოლი

5-გზის „ოქროს ბურთის“ მფლობელის კარიერაში 813 გოლი აქვს გატანილი. ის სანაკრებო დონეზე საუკეთესო ბომბარდირია (117) და ჩემპიონთა ლიგაზეც ყველაზე მეტი გოლი აქვს შეგდებული (145).
ლეგენდარულ პორტუგალიელს ფინალურ მატჩებში 20 გოლი გაუტანია.

ნეიმარი – 21 გოლი

ნეიმარს სულ 4 გოლი რჩება პელეს რომ აჯობოს და ბრაზილიის ნაკრების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გახდეს. სულ ახლახან მან დუბლი შეასრულა საფრანგეთის სუპერთასის მატჩში, რამაც მისი ფინალური გოლები 21-მე გაზარდა.

პელე – 31 გოლი

ის ერთადერთია, რომელსაც მსოფლიო ჩემპიონატი სამჯერ აქვს მოგებული.
ბრაზილიის ნაკრების საუკეთესო ბომბარდირია – 92 მატჩში 77 გოლი აქვს გატანილი.

ლეო მესი – 32 გოლი

შესაძლოა უდიადესი ფეხბურთელი ამ თამაში ისტორიაში. 7-ჯერ მოიგო „ოქროს ბურთი“. არგენტინელმა საფრანგეთის სუპერთასზე გატანილი გოლით გადაასწრო პელეს და პირველ ადგილზე აღმოჩნდა.
მესის ფინალებში 32 გოლი აქვს გატანილი. და ეს შესაძლოა დასასრული არც იყოს…

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ზურიკო და აზაროვი ჩემპიონთა თასის მომგებ გუნდში?

სამტრედიამ მელქისედეკ ცვალე დაიმატა