in ,

41 წელი დიდი გამარჯვებიდან

ქართული ფეხბურთის ისტორიაში უდიდესი გამარჯვებიდან 41 წელი გავიდა. 1981 წლის 13 მაისს გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში თასების მფლობელთა თასის ფინალურ შეხვედრაში თბილისის “დინამომ” იენის “კარლ ცეისი” 2:1 დაამარცხა.

ფინალურ მატჩში სამივე გოლი მეორე ტაიმში გავიდა. ანაგრიში 63-ე წუთზე ჰოპემ გახსნა. ანგარიშის გათანაბრება ზუსტად 4 წუთში ვლადიმერ გუცაევმა შეძლო. მატჩის დასრულებამდე სამი წუთით ადრე კი ვიტალი დარასელიამ საოცრად ეფექტური გოლი გაიტანა. დარასელიას ეს გოლი ქართული ფეხბურთის საუკუნის გოლად არის აღიარებული.

ვიტალი დარასელიას გოლი

თბილისის “დინამომ” აღნიშნული შეხვედრა შემდეგი შემადგენლობით ჩაატარა:
გაბელია, კოსტავა, ჩივაძე, ხიზანიშვილი, თავაძე, დარასელია, სვანაძე (67. კაკილაშვილი), სულაქველიძე, გუცაევი, ყიფიანი, შენგელია

ფინალურ მატჩამდე თბილისის “დინამომ” ბერძნული “კასტორია”, “უოტფორდი”, “ვესტ ჰემი” და “ფეიენოორდი” დაამარცხა.

იხილეთ ჩვენი სიუჟეტი თბილისის “დინამოს” ისტორიული გამარჯვების შესახებ

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვალენსია მამარდაშვილს ახალ კონტრაქტს სთავაზობს

ატლეტიკო ლიგაზეა, რეალი ხასიათზე, სევილიამ უნდა დაიჯეროს – XXXVI ტური