in ,

4 ტურის შემდეგ, მამარდაშვილი ესპანეთში საუკეთო მეკარის პრიზისთვის ლიდერობს: ქართველი ტალანტი კურტუას და ობლაკს უსწრებს

ესპანეთში საქართველოს ნაკრების 20 წლის მეკარე გიორგი მამარდაშვილის საოცარი ზღაპარი გრძელდება. ქართველმა მეკარემ “ვალენსიას” შემადგენლობაში 4-დან 4-ვე შეხვედრა ითამაშა და საკუთარ კარში მხოლოდ 2 ბურთი გაუშვა, ორ მატჩში კი, კარის მშრალად შენახვა მოახერხა.

ლა ლიგაში სეზონის საუკეთესო მეკარე სპეციალური კოეფიციენტიბის მიხედვით ითვლება. ჯერჯერობით, სეზონის ბოლომდე ძალიან ადრეა, მაგრამ მაინც სასიამოვნოა, რომ 4 ტურის შემდეგ, ზამორას პრიზისთვის ბრძოლას სწორედ ქართველი ლიდერობს. მადრიდის “ატლეტიკოს” მეკარე იან ობლაკი ჯერჯერობით მეხუთე, მადრიდის “რეალის” კარის დარაჯი ტიბო კურტუა კი მერვე ადგილზეა.

ქართველმა ტალანტმა ლა ლიგაში მიჯრით 4 შეხვედრა ჩაატარა, 2 გოლი გაუშვა და აღნიშნული პრიზისთვის ბრძოლაში 0.50 კოეფიციენტი აქვს. “ვალენსიაზე” ცოტა გოლი ამ სეზონში მხოლოდ ორ გუნდს, ბილბაოს “ატლეტიკს” და “სევილიას” აქვს გაშვებული (1).

იმისთვის, რომ მეკარემ სეზონის ბოლოს აღნიშნული ჯილდო მოიპოვოს, აუცილებელი პირობაა, რომ სულ მცირე 28 მატჩი ჩაატაროს და თითოეულ მათგანში მინიმუმ 60 წუთი ჰქონდეს ნათამაშები. ლეგენდარული ესპანელი მეკარის სახელობის პრიზი, რომელიც გოლკიპერებს 1929 წლიდან გადაეცემათ, ყველაზე მეტჯერ ისეთ მეკარეებს მოუგიათ, როგორებიც ვიქტორ ვალდესი (5), იან ობლაკი (5), ანტონი რამალეტსი (5), სანტიაგო კანისარესი (4) და სხვები არიან.

მამარდაშვილმა დემეტრაძის შედეგი გააუმჯობესა

მამარდაშვილი ბოლომდე დამაჯერებელი არ ყოფილა: მასზე დაბალი შეფასება მარტო ორ ფეხბურთელს აქვთ

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ტოჩინოშინი მოგების შემდეგ ენდოსთან დამარცხდა

ასეთ პასუხს არ ვიმსახურებ – ნაკრები არავისზე ნაკლებად მტკივა: შოთი კობის პასუხობს