in ,

ასეთ პასუხს არ ვიმსახურებ – ნაკრები არავისზე ნაკლებად მტკივა: შოთი კობის პასუხობს

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებისთვის კატასტროფულმა სექტემბერმა ქართულ საფეხბურთო სამყაროში დიდი ამბები და დაპირისპირება გამოიწვია. შოთა არველაძის კომენტარს, რომელშიც შოთი საქართველოს ნაკრებს აკრიტიკებდა, ლევან კობიაშვილი გამოეხმაურა. კობიაშვილმა არველაძეს ზუსტად ამ სიტყვებით მიმართა: ნუ პროფესორობ, აკეთე შენი საქმე რა.

ლევან კობიაშვილი: შენც ხომ უნდა გინდოდეს აეროპორტში რომ ჩამოდიხარ, ხალხი დაგხვდეს, ტაში დაგიკრას?

ლევან კობიაშვილის ამ განცხადებას, ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი,საქართველოს ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი შოთა არველაძე სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტით გამოეხმაურა.

“ეროვნული ნაკრების შედეგზე ჩემმა შეფასებამ და შემდეგ გამოხმაურებამ, რომელიც ჩემი მისამართით იყო შეურაცხმყოფელი, დამარწმუნა, რომ არ უნდა მივმართო კონკრეტულ ადამიანს, ჯგუფს ან ორგანიზაციას, არამედ იმ ადამიანებს, ვისთვისაც ეს კომენტარი გავაკეთე. ამ შეფასებით, ვცადე დისკუსიის გახსნა ფეხბურთში მიმდინარე პროცესების შესახებ, რომელიც ეროვნული ნაკრებით არც იწყება და არც მთავრდება. თუ ჩვენ გავაგრძელებთ პრობლემის ძიებას მხოლოდ ერთ ადამიანში, ან გამოსავალი მხოლოდ ერთი ადამიანის შეცვლა გვეგონება, უკეთეს შედეგს ვერ მივაღწევთ. უნდა გვქონდეს ჩვენი სტილი, იდეოლოგია, ფილოსოფია, რომელზეც დავაშენებთ ინფრასტრუქტურასაც, აკადემიებსაც, საკლუბო სისტემასაც და მწვრთნელთა განათლებასაც – ეს არის ერთადერთი და სწორი გამოსავალი. დაველოდები გულშემატკივრის შეფასებას და მოვისმენ ნებისმიერ აზრს, რომელიც უფრო გაშლის დისკუსიას და შეგვაძლებინებს ამ პრობლემების მოგვარებას.”მიხედე რა შენ საქმეს – რას პროფესორობ” – რაც შეეხება ამ ფრაზას, მინიმუმ არ ვიმსახურებ ასეთ პასუხს და დამოკიდებულებას, თუმცა ამაზე უარესებიც ამიტანია და მომითმენია. ეროვნული ნაკრები კი ის ადგილია, სადაც 15 წელი გავატარე, სადაც ყველაზე მეტი გოლი გავიტანე და არავისზე ნაკლებ გულშემატკივრად არ ვთვლი თავს – ეს გუნდი ყოველთვის იქნება ჩემი საქმე, მოსწონს ვინმეს ეს, თუ არა”, – წერს არველაძე სოციალურ ქსელში.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

4 ტურის შემდეგ, მამარდაშვილი ესპანეთში საუკეთო მეკარის პრიზისთვის ლიდერობს: ქართველი ტალანტი კურტუას და ობლაკს უსწრებს

მსოფლიო რაგბი მუნდიალის ორ წელიწადში ერთხელ ჩატარებას განიხილავს