in

3…2…1… დღეს პრემიერ ლიგა იწყება!

22 მაისს, 20211-22 წლების პრემიერლიგური სეზონის დასკვნითი აკორდი შესრულდა და ზოგი შვებულებაში გავიდა, ზოგმაც 23 წლიანი უქმობა დაასრულა, ზოგმა ჰოლანდი დაიმატა, ზოგამც ნუნიესი და ზოგმაც საუდის არაბეთის დროშის ფერებში გადაწყვიტა ფორმის შეკერვა. მთლად პრევიუ არცკია, თუმცა ორიოდ სიტყვით მნიშვნელოვანი ნიუანსების შესახებ გითხარით. ჰო, რონალდუს ამბავი ჯერ გადაწყვეტილი არაა, მაგარმ ის, ალბათ, ოცნებების თეატრში დარჩება და მორიგ ჯერზე, viva Ronaldooo… viva Ronaldooo…

დედაქალაქს დიდმა სიცხემ შეუტია. ლონდონელებს მაისურის გასაძრობად და ლუდის სმისგან მომრგვალებულ ღიპის გამოსამზეურებლად დიდი მოტივაცია არ სჭირდებათ, თუმცა ბოლო პერიოდში გრინვიჩის ნულოვანმა მერიდიანმა დიდი სიცხე წამოიღო საჩუქრად.

ასეა თუ ისე, დღეს პრემიერლიგის ახალი, 2022-23 წლების სეზონი, სწორედ ლონდონში, თან ლონდონური დერბით იხსნება! სელჰარსტ პარკი ხომ გახსოვთ? – სწორედ იქ, „კრისტალ პალასი“ და „არსენალი“ სადებიუტო ქულებს გაითამაშებენ. მეთოფეთა გასროლილი ქვემეხს რას მოუხერხებენ მეფე არწივები ამას ღამის 12 საათზე შევიტყობთ, რადგან მატჩი თბილისის დროით, 22:00-ზე იწყება და სეტანტასპორტ 1-ზე შეგეძლებათ ხილვა.

„არსენალი“, რომელიც გვარიანად მოძლიერდა, მაგრამ ყველაზე მთავარი, მაინც გაბი ჟეზუსის ტრანსფერია. ბრაზილიელმა პრესეზონზე ლამის ყველა მატჩში გაიტანა და განერებს იმედი დაუბრუნა, რომ იმ წყეულ მე-4 ადგილს მაინც დაუბრუნდებიან, რომელიც თითქოს „არსენალის“ მეტსახელად ჩამოყალიბდა, არაერთგზის ქილიკის საგანიც გამხდარა და მოლიზღარობაც თან სდევდა, თუმცა ბოლო წლებში ესეც სანატრელი გახდა…

აქეთ მხარეს კი არწივები! პატრიკ ვიეირაც გეხსომებათ. წარსულში მას და ვენგერს ისეთები დაუტრიალებიათ პრემიერ ლიგაში… we are invincibles. დიახ, პატრიკ ვიეირა იმ „არსენალის“ წამყვანი ფიგურა იყო, რომელმაც სეზონი წაუგებლად ჩაამთავრა! 26 მოგება და 12 ფრე. თუმცა, ახლა მისი მიზანი ნავენგერალთა გამწარებაა. მესამე სეზონია პატრიკი „პალასს“ მეთაურობს და ბევრი რამ შეცვალა. „ჩვენ შეუქცევადი გაახალგაზრდავების პროცესი უნდა დავიწყოთო“ და დაიწყო კიდეც! თუკი შარშანწინ, არწივები ლამის ყველაზე ხნიერნი იყვნენ, ახლა საშუალო ასაკი მკვეთრად შემცირდა. წავიდნენ: კეჰილი, ვან აანჰოლტი, სახო, თაუნსენდი, მაკარტი, კუიატე, კელი… პატრიკმა ახალგაზრდა ოდსონ ედუარი, ჟან ფილიპ მატეტა, ნათან ფერგიუსონი, ტაირიკ მიტჩელი, მარკ გეჰი, ებერეჩი ეზე და სხვანი დააწინაურა, თუმცა… გასული სეზონის მთავარი აკომპანიატორი და დირიჟორი, კონორ გალაჰერი მშობლიურ ჩელსის დაუბრუნდა. 8 გოლი და 3 პასი – მშვენიერია. კი, მას ზაჰამ გაუსწრო, რომელმაც 14 შეაგდო, მაგრამ ის პენალტებსაც ურტყამდა…

სიტყვა არ გაგვიგრძელდეს, ჰოდა, ერთის მიზანი ოთხეულია, მეორისა კი გასული სეზონის მე-12 ადგილის გაუმჯობესება. ლონდონური დერბი სტარტერად? იდეალური ვარიანტია…

ხვალ კი ტკბილ მოგონებათა მუზეუმიდან გამოქცეული „ნოტინგემ ფორესტი“ ;

ნუნიესით გაძლიერებული „ლივერპული“ და აბრამოვჩმოლეული „ჩელსიც“ ჩაერთვებიან საქმეში. ჰო, კონტეს „ტოტენჰემი“ ცალკე ამბავია. ჩინებული სატრანსფერო ფანჯარა, ექვსი საინტერესო ნამატი და მეექვსე გრძნობის სტილში წარდგენილი ჯედ სპენსი… ამ ყველაფრით ტკობა კი დღეიდან იწყება…

გეგონათ, „სიტი“ გამოგვრჩა ანდაც „მანჩესტერი“? არა ორივე ეს გუნდი კვირას იასპარეზებს. ერთი „ვესტ ჰემთან“ გახურდება მეორე კი გრემ პოტერის „ბრაიტონთან“. სასაუბრო ბევრია, დრო კი ძალიან ცოტა და… კეთილი იყოს შენი მობრძანება დიდი ბიჭების ლიგაში ერლინგ ჰოლანდ!!!

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

პრეზიდენტმა დაადასტურა: ლოჩოშვილი ვერონაში მიდის!!!

მიქაუტაძე შესაძლოა ინგლისში გადავიდეს