იტალიაში დერბი დელა მადონინა იყო. ფავორიტი და უკეთეს ფორმაში “ინტერია”, მაგრამ რადგან “მილანმა” მოახერხა და 3 ქულა თავად წაიღო, ამით ცხრილში სიტუაცია დაძაბა და ნეიტრალური ქომაგისთვის უკეთესი გახადა.
მასპინძელი “ინტერი” იგებდა კიდეც, მაგრამ ფრანგმა ოლივიე ჟირუმ სამ წუთში ორი გოლია შეაგდო (75-ე და 78-ე წთ) და თავისი გუნდის ჩამორჩება ლიდერ “ინტერთან” 1 ქულამდე შეამცირა.
“მილანის” მსგავსად 52 ქულა აქვს “ნაპოლისაც”, რომელმაც ზედიზედ მე-4 თამაში მოიგო.
ოთხეულში აღმოჩნდა “იუვენტუსი”. ერთი, რომ “ქალბატონი” თავად აღარ აგებს, ხოლო მოულოდნელად დამარცხდა “ატალანტა” და ამის გამო სწორედ “იუვეა” ახლა ჩემპიონთა ლიგის ზონაში. სხვათა შორის, “იუვენტუსის” ორივე გოლი ახალწვეულებმა გაიტანეს – ვლაოვიჩმადა ზაკარიამ.
“რომა”-“ჯენოას” მატჩის ბოლო რომაელებმა გოლი გაიტანეს, მაგრამ ვიდეორეფერიმ გააუქმა და ამის გამო მსაჯები კინაღამ სცემეს, ხოლო მოურინიომ ისეთები ილაპარაკა, თქვენი მოწონებული.
ჰანდანოვიჩი: „უფრო „მილანს“ კი არ მოუგია, „ინტერმა“ წააგო. მატჩი ჩვენს ხელში იყო“.
ინძაგი: „ინტერი“ დომინირებდა ყველაფერში. კიდევ 10-ჯერ რომ ვითამაშოთ, მხოლოდ ერთხელ წავაგებთ“.
პიოლი: „მილანმა“ სერია ა-ს საუკეთესო გუნდს მოუგო. არადა ჩვენ საუკეთესო ფორმაშიც არ ვართ“.
ჟირუ გახდა პირველი ფრანგი, რომელმაც დუბლი შეასრულა „ინტერის“ კარში სერია ა-ს შეხვედრაში.
„მილანმა“ „ინტერს“ პირველად მოუგო 2020 წლის ოქტომბრის შემდეგ. იყო 3 მოუგებელი შეხვედრა.
„ფიორენტინას“ მთავარი მწვრთნელი ვინჩენცო იტალიანო: „ეს მატჩი 0:3 არ უნდა დასრულებულიყო, განსაკუთრებით ჩვენი პირველ ტაიმში თამაშის გათვალისწინებით“.
სერია ა – XXIV ტური
რომა – ჯენოა 0:0
ინტერი –მილანი 1:2
ფიორენტინა – ლაციო 0:3
ატალანტა – კალიარი 1:2
ბოლონია – ემპოლი 0:0
სამპდორია – სასუოლო 4:0
ვენეცია – ნაპოლი 0:2
უდინეზე – ტორინო 2:0
იუვენტუსი – ვერონა 2:0
ორშაბათი, 7 თებერვალი
სალერნიტანა – სპეცია
GIPHY App Key not set. Please check settings