in ,

აწი ვერავინ ვერ შეგვაჩერებს: ბარსა დაკაცდა – XXIII ტური

“ბარსელონამ” ბოლო პერიოდის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ითამაშა – შინ არც თუ დალხენილად მყოფ “ატლეტიკოს” ულაპარაკოდ მოუგო და ყველას აჩვენა, რომ “ბარსელონა” მაინც დიდი გუნდია. თამაშიც ერთობ სასეირო გამოვიდა: იყო ორმხრივი მომენტები, ლამაზი გოლები, ტემპი, მადრიდლების მეორე გოლის შემდეგ ინტრიგაც დაბრუნდა, მით უმეტეს, რაც დანი ალვეში გააგდეს, მაგრამ “ბარსამ” ამის მერე მეტოქეს არაფერი შეაქმნევინა და ჩემპიონთა ლიგის ზონაში დაბრუნდა.

სამაგიეროდ “რეალი” ვერ არის ისეთივე ყოჩაღი როგორც ცოტა ხნის წინ, ამიტომ თითოეულ, თუნდაც რთულად მოპოვებულ ქულას დიდი ფასი ადევს და მით უმეტეს მაგარია, როდესაც მთავარი მდევრები კარგავენ ქულებს. ამ ტურში კი “სამეფო კლუბი” ორივე სევილიურმა გუნდმა ასიამოვნა.

დიეგო სეიმეონეს ხელში “ატლეტიკომ” ჩემპიონატის მატჩში 4 გოლი მხოლოდ მესამედ გაუშვა. პირველად ისევ “ბარსასგან” (2012 წ – 1:4).

“ატლეტიკომ” პირველ ტაიმში 3 გოლი ბოლოს 2015 წელს გაუშვა, მაშინაც “ბარსასგან”.

2004/05 წლების სეზონის შემდეგ “ბარსელონას” ფეხბურთელმა ერთ მატჩში გაიტანა გოლი, გააკეთა საგოლე პასი და თან გააძევეს – ეს დანი ალვეშია.

დანი ალვეში მეოთხე ასაკოვანი ფეხბურთელია, რომელმაც 21-ე საუკუნეში ლა ლიგაში გოლი გაიტანა – 38 წლის და 276 დღის. ბრაზილიელი ჩამორჩება დონატოს, ხორხე მოლინას და ხოაკინს.

ჟერარ პიკე “ბარსაში” 593-ე მატჩი ითამაშა და მეხუთე ადგილზეა. ის გაუტოლდა კარლეს პუიოლს და ჩამორჩება მესის, ჩავის, ინიესტას და ბუსკეტს.

ანჩელოტი: „რეალს“ საუკეთესო მომენტი არ უდგას, მაგრამ გუნდისგან კარგ რეაქციას და 3 ქულას ველოდებოდი“.

ასენსიომ ლა ლიგაში მე-6 გოლი გაიტანა და პირადი რეკორდი გაიმეორა. მას 18 გოლი აქვს 68 მატჩში – საჯარიმოს გარედან დარტყმებით.

„ბარსელონა“ ლა ლიგაში 7 მატჩია არ აგებს. 10 თამაშში 1 წაგებაა.

„ბარსელონა“ 22 მატჩია „ატლეტიკოსთან არ მარცხდება შინ – 2006 წლიდან.

„ბარსელონა“ ლა ლიგის ოთხეულში პირველად შევიდა აგვისტოს შემდეგ.

სიმეონე: „ატლეტიკო“ 10 წელი კარგად ვთამაშობდით დაცვაში, მაგრამ ამ სეზონში უკეთ უნდა ვიმოქმედოთ“.

ჩავი: „ჩვენ აწი ვერავინ ვეღარ გაგვაჩერებს“.

“ვალენსიას” ძირითადი შემადგენლობა “სოსიედადთან” ყველაზე ახალგაზრდული იყო ევროპის ტოპ 5 ლიგაში – 22 წელი და 205 დღე.

“სევილიელმა” ივან რაკიტიჩმა პენალტი პირველად გააფუჭა 2014 წლის შემდეგ.

“ელჩეს” პერე მილიამ ლა ლიგაში ორი დუბლი შეასრულა, ორივე… 2022 წელს.

ლა ლიგა – XXIII ტური

ხეტაფე – ლევანტე 3:0
ელჩე – ალავესი 3:1
მალიორკა – კადისი 2:1
სელტა – რაიო ვალეკანო 2:0
ოსასუნა – სევილია 0:0
ვალენსია – სოსიედადი 0:0
ბარსელონა – ატლეტიკო 4:2
ბეტისი – ვილიარეალი 0:2
რეალი – გრანადა 1:0

ორშაბათი, 7 თებერვალი
ბილბაო ესპანიოლი

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

3 წუთის მადონინა: 10-დან 1-ს ვერ მოგვიგებენ – XXIV ტური

წიკლაურის საუკეთესო შედეგი ოლიმპიადაზე