in

2023 წლის ფეხბურთელი მესი გახდა: ფიფას The Best-ის ყველა გამარჯვებული

ლონდონში ფიფას დაჯილდოების ცერემონია The Best გაიმართა. საუკეთესოები 11 ნომინაციაში გამოვლინდნენ. ლაურეატები 2022 წლის 19 დეკემბრიდან 2023 წლის 20 აგვისტომდე ნაჩვენები შედეგების მიხედვით შეარჩიეს.

წლის მწვრთნელი მამაკაცებს შორის – პეპ გვარდიოლა.
„სიტის“ დამრიგებელმა აჯობა სიმონე ინძაგის („ინტერი“) და ლუჩანო სპალეტის („ნაპოლი“/იტალიის ნაკრები).

ფიფას ვერსიით წლის სიმბოლური ნაკრები მამაკაცებს შორის:
მეკარე: ტიბო კურტუა („რეალი“)
მცველები: კაილ უოკერი, ჯონ სტოუნზი, რუბენ დიაში (ყველა „სიტი“)
ნახევარმცველები: ჯუდ ბელინგემი („დორტმუნდი“/“რეალი“), კევინ დე ბრუინი, ბერნარდო სილვა (ორივე „სიტი“)
ფორვარდები: ვინისიუს ჟუნიორი („რეალი“), ლიონელ მესი (პსჟ/“ინტერ მაიამი“), ერლინგ ჰოლანდი („სიტი“), კილიან მბაპე (პსჟ).

საუკეთესო მწვრთნელი ქალთა შორის – სარინა ვიგმანი.
ინგლისის ნაკრების დამრიგებელი ეს პრიზი მეოთხედ მოიპოვა. ვიგმანმა უკან ჩამოიტოვა „ჩელსისა“ და „ბარსელონას“ მწვრთნელები ჯონათან ხირალდესი და ემა ჰეიესი.

წლის სიმბოლური ნაკრები ქალთა შორის:
მეკარე: მერი ირპსი („მანჩესტერ“)
მცველები: ოლგა კარმონა („რეალი“), ლუსი ბრონზი („ბარსელონა“), ალექს გრინვუდი („სიტი“)
ნახევარმცველები: კირა უელში („სიტი“/“ბარსელონა“), ალესია რუსო („არსენალი“), ლორენ ჯეიმსი („ჩელსი“), ელა ტუნი („მანჩესტერი“), აიტანა ბონმატი („ბარსელონა“)
ფორვარდები: ალექს მორგანი („სან დიეგო“), სემ კერი („ჩელსი“).

წლის საუკეთესო მეკარე ქალებს შორის – მერი ირპსი.
ინგლისელის კონკურენტები იყვნენ ესპანელი კატა კოლი და ავსტრალიელი მაკენზი არნოლდი.

წლის საუკეთესო მეკარე მამაკაცებს შორის – ედერსონი.
„სიტის“ კარის დარაჯმა გაუსწრო ტიბო კურტუას („რეალი“) და იასინ ბუნუს („ალ-ჰილალი“).

ფიფას ფეარ პლეის პრიზი მიიღო ბრაზილიის ნაკრებმა, რომელმაც ერთ-ერთ მატჩში სრულიად შავი ფორმა ჩაიცვა ვინისიუსის მიმართ სოლიდარობის ნიშნად, რომელიც რასიზმის მსხვერპლი გახდა ლა ლიგის მატჩში.

წლის ფანის პრიზი ერგო არგენტინული „კოლონის“ გულშემატკივარ დანიელ ინიგიესს, რომელიც მაისში საყვარელი გუნდის თამაშზე პატარა ბავშვთან ერთად მივიდა და მატჩის დროს აჭმევდა კიდეც. კადრი კამერებში მოხვდა.
ცერემონიაზე მთელი ოჯახი მივიდა.

პუშკაშის პრემია (წლის საუკეთესო გოლი) მიიღო ბრაზილიელმა გილერმე მადრუგამ, რომელმაც მაკრატელა გაიტანა ბრაზილიის სერია B-ს მატჩში „ნოვორიზონტინოსა“ და „ბოტაფოგოს“ მატჩში.

წლის საუკეთესო მამაკაცი ფეხბურთელი – ლიონელ მესი.
არგენტინელმა გაუსწრო გასულ სეზონში ტრებლის მომგებს, ჩემპიონთა ლიგისა და პრემიერლიგის საუკეთესო ბომბარდირს, „ოქროს ბუცის“ მფლობელს, ერლინგ ჰოლანდსა და ასევე კილიან მბაპეს.
მესი ამ პრიზის მფლობელი მესამედ გახდა.

ფიფამ The Best მერვედ ჩაატარა. ეს ჯილდო ორჯერ მოუგიათ კრიშტიანო რონალდოსა და რობერტ ლევანდოვსკის, ერთხელაც ლუკა მოდრიჩს. მესი ახლა აქაც პირველია.

როგორც გაირკვა, მესიმ და ჰოლანდმა თანაბარი ქულები დააგროვეს (48). არგენტინელი გამარჯვებული გახდა ეროვნული გუნდების კაპიტნების მხრიდან უფრო მეტი ხმის მიღების გამო.

წლის საუკეთესო ქალი ფეხბურთელი – აიტანა ბონმატი.
ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველის კონკურენტები იყვნენ ესპანელი ჯენიფერ ერმოსო და კოლუმბიელი ლინდა კაისედო.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

საქართველომ ევროპა მე-10 ადგილზე დაასრულა

ვის მისცეს ჩვენებმა ხმა: კვარაცხელია მეათეა