ფრანგულმა გაზეთმა L’Equipe-მა 2022 წლის საუკეთესო ფეხბურთელების სიმბოლური ნაკრები შეადგინა.
ნაკრებში მოხვდა „ოქროს ბურთის“ მფლობელი კარიმ ბენზემა, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატი გამოტოვა. აბა მესის და მბაპეს აქ ყოფნა ვის გაუკვირდება.
მეკარე: ტიბო კურტუა (ბელგია, „რეალი“).
მცველები: კაილ უოლკერი (ინგლისი, „სიტი“), ვირხილ ვან დეიკი (ნიდერლანდები, „ლივერპული“), იოშკო გვარდიოლი (ხორვატია, „ლაიპციგი“), ტეო ერნანდესი (საფრანგეთი, „მილანი“).
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2024/06/Estr-for-Fortuna-300-x-250-px.jpg)
ნახევარმცველები: ლუკა მოდრიჩი (ხორვატია, „რეალი“), კაზემირო (ბრაზილია, „მანჩესტერი“), კევინ დე ბრუინი (ბელგია, „სიტი“).
თავდამსხმელები: ლიონელ მესი (არგენტინა, პსჟ), კარიმ ბენზემა (საფრანგეთი, „რეალი“), კილიან მბაპე (საფრანგეთი, პსჟ)
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2022/12/Screenshot-2022-12-24-170611.jpg)
GIPHY App Key not set. Please check settings