in

2013 წელს მხატვარმა მესის მოგონილი თამაში დახატა: 2019-ში ლეომ ის რეალობად აქცია – ფოტო

2013 წელს მხატვარმა სუხას ნაჰაიანმა ლეო მესის კარიკატურა დახატა, სადაც არგენტინელი „ბეტისის“ მცველებს გაურბის. იმ სეზონში ლეომ მაგრად კი ითამაშა „ბეტისის“ წინააღმდეგ, მაგრამ ნახატზე ასახული რეალურად არ მომხდარა.

თუმცა 2019 წელს ლეომ რეალობად აქცია ნაჰაიანის ნახატი.

რა იყო 10 წლის წინ და რატომ მაინც და მაინც ბეტისი?

ლეომ 2012/13 წლების სეზონში სიგიჟეები აკეთა, ლა ლიგაში 50 გოლი მოაგროვა. არგენტინელს ამდენი არასოდეს გაუტანია.

„ბეტისთან“ საშინაო მატჩში ლეო მოედანზე მხოლოდ 56-ე წუთზე გავიდა (2:2-ზე) და ჯარიმიდან უმალ გაიყვანა „ბარსა“ წინ.

მომდევნო ნახევარ საათში ლეო უბრალოდ ამსხვრევდა „ბეტისს“: ატყუებდა, ურტყამდა, ამწვავებდა, გაიტანა მეორეც და კიდევ შეეძლო: 93-ე წუთზე სამს გაექცა, მაგრამ მეკარეს ვერ გადაუგდო – ძალიან გაბრაზდა.

ისე „ბეტისი“ ლეოს ერთ-ერთი საყვარელი გუნდია. 24 მატჩში მესიმ 26 გოლი გაუტანა და კიდევ 10 საგოლე პასი მისცა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

რა კარგია ხვიჩას მაისური: ჩხუბი გვირაბში და დასამშვიდებელი კვარა – რატომ წააგო ნაპოლიმ

მსოფლიოს საუკეთესო აკადემიები: ლიდერი ელიტიდან არ არის