in

მსოფლიოს საუკეთესო აკადემიები: ლიდერი ელიტიდან არ არის

CIES Football Observatory-მა კლუბების აკადემიების აღზრდილების სატრანსფერო ღირებულება შეაფასა.

რეიტინგი ამჟამად მოთამაშე ფეხბურთელების საერთო სატრანსფერო ფასიდან შედგა, რომლებმაც არანაკლებ 3 წელი გაატარეს 15-დან 21 წლამდე ასაკში თავიანთ კლუბებში.

პირველზე აღმოჩნდა „ბენფიკა“. ლისაბონურ კლუბს 104 აღზრდილმა 670 მლნ ევრო მოუტანა. აქედან 151 მლნ 20 ფეხბურთელზე მოდის, რომელთა სატრანსფერო უფლებები ჯერაც „ბენფიკას“ ეკუთვნის.

თუ მხოლოდ იმ ფეხბურთელებს ავიღებთ, რომელთა სატრანსფერო უფლებები მშობლიურ კლუბებს ეკუთვნით, მაშინ ლიდერთა სამეულში იქნებოდნენ „ჩელსი“ (325 მლნ ევრო), „ბარსელონა“ (280 მლნ) და „სიტი“ (250 მლნ).

საკუთარი აკადემიების მიერ აღზრდილი ყველაზე მაღალი სატრანსფერო ფასის მქონე ფეხბურთელების კლუბების სია ასე გამოიყურება:

  1. „ბენფიკა“ (670 მლნ ევრო, 104 აღსაზრდელი);
  2. „ჩელსი“ (630 მლნ ევრო, 78);
  3. „ბარსელონა“ (581 მლნ ევრო, 102);
  4. „აიაქსი“ (555 მლნ ევრო, 114);
  5. „სიტი“ (510 მლნ ევრო, 81);
  6. პსჟ (491 მლნ ევრო, 83);
  7. „სან პაულუ“ (474 მლნ ევრო, 73);
  8. „სანტოსი“ (444 მლნ ევრო, 61);
  9. „ფლამენგო“ (438 მლნ ევრო, 58);
    10-11. „სპორტინგი“ (399 მლნ ევრო, 97);
    10-11. „არსენალი“ (399 მლნ ევრო, 79).

„რეალმა“ მე-14 ადგილი დაიკავა (359 მლნ ევრო), „ბაიერნი“ – მე-19-ეა (331 მლნ ევრო), „ლივერპული“ – 24-ე (299 მლნ ევრო), „მანჩესტერი“ – 32-ე (257 მლნ ევრო), დორტმუნდის „ბორუსია“ – 33-ე (250 მლნ ევრო), „მილანი“ – 43-ე (209 მლნ ევრო), „ატლეტიკო“ – 45-ე (204 მლნ ევრო).

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

2013 წელს მხატვარმა მესის მოგონილი თამაში დახატა: 2019-ში ლეომ ის რეალობად აქცია – ფოტო

გოგა ბითაძემ დეტროიტს 13 ქულა ჩაუგდო