in

2 წლის შემდეგ: ალეგრი იუვეში დაბრუნდა

“იუვენტუსის” ყოფილი მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი კლუბში დაბრუნდა. ამ დანიშვნის თაობაზე “ბიანკონერის” ოფიციალურმა საიტმა გამოაცხადა. “ბებერი ქალბატონის” ძველი ახალი დამრიგებლის ანაზღაურება 9-10 მლნ ევროს შეადგენს წელიწადში. კონტრაქტი 4-წლიანია.

53 წის სპეციალისტი “ინტერის”, რომელიც 26 მაისს ანტონიო კონტემ დატოვა და “რეალის” მწვრთნელობის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი იყო, საიდანაც 27 მაისს ზიდანი წავიდა. “იუვენტუსის” ხელმძღვანელობამ ყველაზე მისაღები პირობები შეთავაზა.

გეხსომებათ, მასიმილიანო უკვე წვრთიდა “იუვენტუსს” 2014-დან 2019 წლამდე.

ალეგრიმ 11 ტროფეი მოიგო, 5 საჩემპიონო ტიტულის ჩათვლით. მან გუნდი ორჯერ გაიყვანა ჩემპიონთა ლიგის ფინალში, სადაც “ბარსელონასთან” და “რეალთან” დამარცხდა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

სიტი ფავორიტია, მაგრამ ჩელსის ეს არ აწუხებს: ყველაფერი დიდი ფინალის შესახებ

ევროპა ლიგის სეზონის გუნდი: 7 კაცი ვილიარეალიდან