წარმატებით იასპარეზეს ახალგაზრდა ქართველმა ძიუდოუსტებმა იტალიის ქალაქ უდინეში იუნიორთა ევროპის თასზე. ქართველმა ძიუდოისტებმა 2 ოქროს, 2 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს და ვაჟთა გუნდურ ჩათვლაში რუსეთის შემდეგ მე-2 ადგილი დაიკავეს.
90 კგ-მდე წონით კატეგორიაში ჩემპიონი ნიკა ხარაზიშვილი გახდა, რომელმაც ფინალში რუსი ადამ სანგარიევი დაამარცხა. ამავე წონაში ბრინჯაოს მედალს თორნიკე ფოლადიშვილი დაეუფლა.
ქართული ფინალი შედგა +100 კგ წონით კატეგორიაში, რომელშიც საბა ინანეიშვილმა შალვა გურეშიძე სამი შიდოს ხარჯზე დაამარცხა.
ფინალური ორთაბრძოლა დათმო და ვერცხლის მედალი მოიპოვა მიხეილ ჯაფარიძემ (100 კგ.).
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2024/06/Estr-for-Fortuna-300-x-250-px.jpg)
შეგახსენებთ, რომ ევროპის თასის ბრინჯაოს მედლები შაქრო შათირიშვილმა (60 კგ.) და თენგო ზირაქაშვილი (66 კგ.) დაისაკუთრეს.
GIPHY App Key not set. Please check settings