გავრცელდა ინფორმაცია გაყიდული თამაშების შესახებ, რომელშიც მონაწილეობა რუსულმა კლუბებმა მიიღეს. Youtube-არხზე „არნახული ფეხბურთი“ გამოქვეყნდა დოკუმენტური ვიდეორგოლი, რომელიც საიტი Football Leaks-ის გამოყენებით შეიქმნა.
გაირკვა, რომ კვიპროსზე რუსული კლუბების შეკრებებში მონაწილეობას იღებენ ჩინელები, რომლებიც ყალბ კომპანიებს ქმნიან და ამხანაგურ მატჩებზე თავის მსაჯებს ნიშნავენ.
„გამოძიების შედეგად 32-ზე მეტი გაყიდული თამაში გამოვლინდა. ამ სპარინგ მატჩებზე მონაწილეობას 15 რუსული კლუბიც იღებდა. ყველაზე ხშირად ასეთ თამაშებში „კრასნოდარია“ შემჩნეული. მის ანგარიშზე 6 გაყიდული თამაშია“, – განაცხადა ჟურნალისტმა კოსტინ სტუკანმა.
ჟურნალისტმა ისაუბრა ასევე 2020 წელს სომხეთში მომხდარ სკანდალზე, როდესაც გაყიდული თამაშების გამო 50-ზე მეტ მოთამაშეს სამუდამო დისკვალიფიკაცია მისცეს. მაშინ ერევანს სერიოზული პრობლემები შეუქმნეს, თუმცა როგორც გაირკვა სკანდალურ საქმეში სხვა გუნდებიც იყვნენ გარეული. ავტორებმა ანალოგიური შემთხვევები – პორტუგალიაში, ჩეხეთში, ირლანდიაში, რუმინეთსა და ლატვიაშიც აღმოაჩინეს.
in ფეხბურთი
GIPHY App Key not set. Please check settings