in

14 წლის გოგო ოლიმპიური ჩემპიონი გახდა

იაპონიის დედაქალაქში მიმდინარე ზაფხულის XXXII ოლიმპიური თამაშების მე-13 დღეს, მედლების კომპლექტაცია გოგონების ერთეულთა თანრიგში, 10 მეტრის სიმაღლიდან წყალში ხტომაში გათამაშდა.

აღნიშნულ დისციპლინაში საუკეთესო შედეგი ჩინელმა თინეიჯერმა, ქუან ჰონგჩანმა აჩვენა. კონკურენტებთან შედარებით, ქუანმა ყველა კომპონენტში თითქმის უმაღლესი შეფასება მიიღო და 466.20 ქულით ოლიმპიური ჩემპიონი გახდა.

აღსანიშნავია, რომ ჰონგჩანმა ოქროს მედლის მოპოვება 14 წლისა და 130 დღის ასაკში შეძლო, რაც ჩინელ წყალში მხტომელებს შორის ისტორიაში მეორე შედეგია. უფრო მცირე ასაკში უმაღლესი სინჯის მედლი ბარსელონას 1992 წლის თამაშებზე ფუ მინგხიამ მოიგო. 

ტოკიო 2020-ზე ოქროს მედალი ჩინელზე უმცროსმა, იაპონელმა გოგონა ნიშია მომიჯიმ მოიგო.

13 წლის ნიშია მომიჯი ოლიმპიური ჩემპიონია

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ხვალ მესამე ოქროს ველით: ასევე ოდიკაძე და ფაჟავა გამოვლენ

ჯგუფურ ეტაპზე გოგიტა არქანიას მეტოქეები ცნობილია