გოგიტა არქანიამ ტოკიო 2020-ზე კარატეში ასპარეზობა დაასრულა. +75 კგ. წონითი კატეგორიაში, ჯგუფური ეტაპის დასკვნით ბრძოლაში ქართველი სპორტსმენი ყაზახ დანიარ იულდაშევს შეხვდა და 3:1 დაამარცხა.
ქართველი კარატეკა დღის პირველ დაპირისპირებაში იაპონელ რიუტარო არაგასთან დაძაბულ ბრძოლაში 2:3 დამარცხდა, მეორე ბრძოლა კი თურქ ევროპის ჩემპიონ და მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსან უგურ აკტასთან ანგარიშით 1:3 დათმო.
მესამე შეხვედრის მიწურულს არქანიას გერმანელმა მეტოქემ ჯონათან ჰორნემ ტრავმა მიიღო და თავდაპირველად მსაჯებმა გამარჯვება ქართველს მიაკუთვნეს, მაგრამ მოგვიანებით გადაწყვეტილება შეცვალეს და ბრძოლა გაუქმებულად ჩაითვალა. საბოლოოდ, გოგიტა არქანიამ ჯგუფური ეტაპით ერთი გამარჯვებით და ორი მარცხით დაასრულა.
A ჯგუფიდან ნახევარფინალურ ეტაპზე იაპონელი რიუტარო არარაგა და თურქი უგურ აკტასი იასპარეზებენ.
სპორტსმენები ხუთკაციან ჯგუფში პირველ ან მეორე ადგილზე გასვლის შემთხვევაში გარანტირებულ ბრინჯაოს მედალს მოიპოვებენ და ოქროსთვის ბრძოლას ნახევარფინალიდან განაგრძობენ.
შეჯიბრება კარატეში ტოკიოს ზაფხულის თამაშებზე ისტორიაში პირველად ტარდება.
GIPHY App Key not set. Please check settings