in

1 აპრილამდე მოასწარით: რუსეთიდან წასულების აყვანა ევროთასებზე დარჩენილ გუნდებს შეუძლიათ

უეფამ ნება დართო ევროთასებზე დაარეგისტრირონ ის ფეხბურთელები, რომლებიც რუსეთიდან და უკრაინიდან წავიდნენ.

უეფამ დროებითი ცვილილებები შეიტანა რეგლამენტში, რაც ჩემპიონთა ლიგის, ევროპა ლიგისა და კონფერენს კლიგის მონაწილე გუნდებს საშუალებას აძლევს 1 აპრილამდე განაცხადში შეიყვანონ აქამდე რუსეთსა და უკრაინაში დარეგისტრირებული ფეხბურთელები.

ეს წესი დაკავშირებულია ფიფას გადაწყვეტილებასთან, რომელმაც რუსეთსა და უკრაინაში მოთამაშე ფეხბურთელებს 30 ივნისამდე სხვა გუნდებში გადასვლის უფლება მისცა.

ანალოგიური წესი მოქმედებს ევროთასებზე მოასპარეზე ქალთა საფეხბურთო გუნდებისთვის.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

რუბინის დირექტორი: ყველანაირი ბერკეტი დავკარგეთ, თუ უნდათ, წავლენ

დინამომ უკრაინაში ჰუმანიტარული ტვირთი გააგზავნა