ჰარი კეინი ყველაზე უკეთ იყენებს საგოლე მომენტებს, დაითვალეს CIES-ში.
სპორტული კვლევების საერთაშორისო ცენტრმა იმ ფეხბურთელების რეიტინგი შეადგინა, რომლებიც ყველაზე ეფექტიანად მოქმედებენ შეტევაში.
რეიტინგში მხოლოდ ის ფეხბურთელები შეიყვანეს, რომლებმაც ჩემპიონატში არანაკლებ 720 წუთი ითამაშეს ერთი და იგივე გუნდის შემადგენლობში ამ სეზონში.
პირველ ათეულში მოხვდნენ:
- ჰარი კეინი, „ბაიერნი“ (1,57 გოლი 90 წუთში,რეალიზაცია – 37%, საერთო ინდექსი – 0,533).
- სანტიაგო ხიმენესი, „ფეიენოორდი“ (1,4/33%/0,361).
- ჯუდ ბელინგემი, „რეალი“ (0,98/37%/0,355).
- სიმონ ბანზა, „ბრაგა“ (1,23/36%/0,355).
- ლაუტარო მარტინესი, „ინტერი“ (1,11/33%/0,341).
- ოლივიე ჟირუ, „მილანი“ (0,85/41%/0,325).
- ერლინგ ჰოლანდი, „სიტი“ (1,14/29%/0,314).
- მატეო კასერა, „ზენიტი“ (0,97/40%/0,311).
- ევანგელოს პავლიდისი, „ალკმაარი“ (1,23/31%/0,292).
- კილიან მბაპე, პსჟ (1,3/26%/0,289).
GIPHY App Key not set. Please check settings