in ,

ჰამბურგში კოვიდ-აფეთქებაა: ჩაკვეტაძე ინფიცირებულია

გერმანულ “ჰამბურგში” კოვიდ-აფეთქებაა. გერმანული კლუბის ერთბაშად 10 ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდასტურდა. სამწუხაროდ, მათ შორისაა 22 წლის ქართველი შემტევი გიორგი ჩაკვეტაძეც.

გუნდმა დაგეგმილი ვარჯიშებიც გააუქმა და გერმანიის ფეხბურთის კავშირს მეორე ბუნდესლიგის ეგიდით 12 მარტს, “აუესთან” გასამართი მატჩის გადადება თხოვა, რადგან მათი თქმით, ასეთ ვითარებაში “ჰამბურგი” მატჩისთვის სრულფასოვნად მომზადებას ვერ მოახერხებს.

როგორც ქართული მედიისთვის გახდა ცნობილი, გიორგი ჩაკვეტაძემ ომიკრონის შტამი აქვს, თუმცა ის თავს კარგად გრძნობს და სამ დღეში ვარჯიშსაც დაიწყებს.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ტრავმირებულები დაბრუნდნენ: რუმინეთთან ანთიმოზის თასისთვის

ორმა ინგლისურმა გუნდმა პენალტების სერიის რეკორდი დაამყარა