გერმანულ “ჰამბურგში” კოვიდ-აფეთქებაა. გერმანული კლუბის ერთბაშად 10 ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდასტურდა. სამწუხაროდ, მათ შორისაა 22 წლის ქართველი შემტევი გიორგი ჩაკვეტაძეც.
გუნდმა დაგეგმილი ვარჯიშებიც გააუქმა და გერმანიის ფეხბურთის კავშირს მეორე ბუნდესლიგის ეგიდით 12 მარტს, “აუესთან” გასამართი მატჩის გადადება თხოვა, რადგან მათი თქმით, ასეთ ვითარებაში “ჰამბურგი” მატჩისთვის სრულფასოვნად მომზადებას ვერ მოახერხებს.
როგორც ქართული მედიისთვის გახდა ცნობილი, გიორგი ჩაკვეტაძემ ომიკრონის შტამი აქვს, თუმცა ის თავს კარგად გრძნობს და სამ დღეში ვარჯიშსაც დაიწყებს.
GIPHY App Key not set. Please check settings