in

ჰაალანდი ფენომენის შემდეგ: 40 გოლზე მეტი 21 წლამდე და სიტყვები მოტივაციისთვის

დორტმუნდის „ბორუსიას“ თავდასმხმელმა ერლინგ ჰაალანდმა ყველა ტურნირზე ერთად აღებული 41 გოლი გაიტანა 41 მატჩში.

ის გახდა პირველი 21 წლამდე ასაკის ფეხბურთელი, რომელმაც მოახერხა სეზონში 40 გოლის გატანა (ტოპ 5 ლიგაში).

ბოლოს ასეთი რამ ბრაზილიელმა რონალდომ შეძლო „ბარსელონას“ შემადგენლობაში 1996/97 წლებში. მაშინ ფენომენმა 47 გოლი გაიტანა 49 მატჩში.

„ძალიან მიხარია 41 გოლის გატანა, მაგრამ მუშაობა არ წყდება. არასოდეს არ მისცე წარმატებას უფლება, რომ ზრდას ხელი შეუშალოს. როდესაც ერთი მიზანი მიღწეულია, იბრძოლე იმისთვის, რომ ის კიდევ უკეთესი გახადო. გამოიყენოთ ყველა მომენტი, რომლის გაუმჯობესება შეიძლება. ეს ზაფხული მიეძღვნება დაძაბულ მუშაობას და პროგრესს. თუ მე შემიძლია ეს გავაკეთო, ესე იგი შენც შეძლებ“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ნინო სალუქვაძემ ევროპის ჩემპიონატზე მე-7 ადგილი დაიკავა

ფერგიუსონი მანჩესტერს ფინალზე გაყვა, ტრანსფერები კი გახურებას იწყებს – ამბები მოკლედ