in

ფერგიუსონი მანჩესტერს ფინალზე გაყვა, ტრანსფერები კი გახურებას იწყებს – ამბები მოკლედ

კონტე სერია ა-ში გამარჯვებაზე: „ვუძღვნი საკუთარ თავს“.

ხოაკინმა „ბეტისთან“ კონტრაქტი გააგრძელა. ზაფხულში ის 40 წლის ხდება.

კომანის სურს „ბაიერნში“ 16-17 მლნ ევრო მიიღoს წლიურად. თითქმის ორჯერ მეტი, ვიდრე ახლა იღებს.

მხითარიანმა „რომასთან“ 2 წლით გააგრძელა კონტრაქტი, არადა ამბობდნენ მოურინიოს მისვლის გამო წავაო.

„ბარსელონამ“ შესაძლოა არტეტა მიიწვიოს, თუ კუმანს გაუშvებს, ხოლო ჩავი არ მივა. თუმცა არტეტას არ უნდა „არსენალიდან“ წასვლა.

უმტიტი არ აპირებს „ბარსადან“ წავლას. ის არც განიხილავს სხვა გუნდების წინადადებებს.

„ტოტენჰემში“ მიაჩნიათ, რომ კლუბმა პოჩეტინო უნდა დააბრუნოს.

„რეალი“ მზადაა აზარი და ბეილი გაყიდოს.

ალაბა გადავა „რეალში“ იმის მიუხედავად, დარჩება თუ არა ზიდანი.

„რეალი“ და „მანჩესტერი“ პაუ ტორესით არიან დაინტერესებული. „ვილიარეალი“ მას 50 მლნ ევროდ გაყიდის.

„მანჩესტერის“ ფეხბურთელებს სურთ გუნდში გრილიში („ასტონ ვილა“) იხილონ, სულშერს კი – სანჩო.

ალექს ფერგიუსონი ევროპა ლიგის ფინალზე „მანჩესტერის“ ძირითად შემადგენლობასთან ერთად გაემგზავრა. ფინალი ხვალაა, გდანსკში „ვილიარეალთან“.

დონარუმა „მილანიდან“ თავისუფალ აგენტად წავა.

რომანიოლი „მილანს“ დატოვებს უახლოეს ხანში.

„ლილის“ მეკარე მენიანი 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს „მილანთან“.

„ატალანტას“ აინტერესებს ძაპაკოსტა.

„ლაიპციგს“ უნდა კლუივერტი იყიდოს „რომადან“.

მილიკი „მარსელს“ დაემშვიდობა.

ფლორენციაში ასტორის ხსოვნისადმი მიძღვნილი მურალი წარადგინეს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ჰაალანდი ფენომენის შემდეგ: 40 გოლზე მეტი 21 წლამდე და სიტყვები მოტივაციისთვის

ქართველი მსაჯები ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე მეოთხედფინალს იმსაჯებენ