in

ჯორჯიიდან ჯორჯიაში: საბა ლობჟანიძე ამერიკაში გადაბარგდა

საქართველოს ნაკრებისა და „ჰათაისპორის“ ფეხბურთელი საბა ლობჟანიძე კარიერას MLS-ში გააგრძელებს. ქართველის გუნდი „ატლანტა იუნაიტედია“.

კონტრაქტი 2026 წლამდე გაფორმდა.

„საბა მთელი სატრანსფერო ფანჯრის განმავლობაში მზადყოფნას გამოხატავდა, რომ „ატლანტაში“ გადმოსულიყო.
მას აქვს საერთაშორისო დონეზე და ევროპის უმაღლეს ლიგებში თამაშის გამოცდილება. ასევე, უთამაშია მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების საკვალიფიკაციო ეტაპებზე. ჩვენ მოუთმენლად ველით გუნდში“, – განაცხადა „ატლანტას“ ვიცე-პრეზიდენტმა კარლოს ბოკანეგრამ.

„ჯორჯიიდან ჯორჯიაში – კეთილი იყოს შენი ატლანტაში მობრძანება, საბა“, – უწერია კლუბის საიტს.

„ატლანტა“ MLS-ის აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-7 ადგილზეა და პლეი-ოფში გასასვლელად იბრძვის.
ჩემპიონატი 20 აგვისტოს განახლდება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

კვარაცხელია დაშავდა და პენალტი არ დაარტყმევინეს: ნაპოლიმ ვერ მოიგო და თან მოიგო

შეტევაში უნდა წავიდეთ: ტორპედო მეტი გოლის გატანას გეგმავს