in

შეტევაში უნდა წავიდეთ: ტორპედო მეტი გოლის გატანას გეგმავს

დღეს ქუთაისის „ტორპედო“ კონფერენს ლიგაზე განმეორებით მატჩს ითამაშებს ყაზახეთში „აქტობესთან“ და უნდა ვაღიაროთ, რომ ამ შეხვედრას ფორმალური ხასიათი აქვს. საშინაო 1:4-ის ამოქაჩვა წარმოუდგენლად ჩანს, მიუხედავად ამისა, იმედს არ კარგავს ჩვენი გუნდის მთავარი მწვრთნელი. აი რას ამბობს სტივ კინი:

„გუნდი ფიზიკურად და მენტალურად მზად არის. არავინ ელის ჩვენგან სენსაციას, მაგრამ სარაევოში დავამტკიცეთ, რომ ბრძოლა ყოველთვის ღირს და შეგვიძლია.
ვიმედოვნებთ, რომ თამაში ჩვენთვის დადებითი შედეგით დასრულდება. არ შეიძლება ითქვას, რომ გუნდებს შორის დიდი სხვაობაა. პირველი მატჩის შედეგი მხოლოდ ართულებს ჩვენს ამოცანას, მაგრამ ქუთაისში წაგების შემდეგ დასკვნები გამოვიტანეთ.

შეტევაში უნდა წავიდეთ. ბურთის კონტროლში უპირატესობა საგოლე შანსებს შექმნის. ვეცდებით, კარში უფრო ხშირად დავარტყათ. პირველ მატჩში იმაზე ნაკლებად აგრესიულად ვითამაშეთ, ვიდრე გვსურდა. რა თქმა უნდა, ეს „აქტობეს“ დამსახურებაა.

პირველ მატჩში „აქტობემ“ პენალტი გაიტანა, ორი გოლი კონტრშეტევაზე და მხოლოდ ერთი გოლი იყო კომბინაციით გატანილი. ჩვენც ბევრი მომენტი გვქონდა. ამიტომ ვეცდებით, მეტოქეს გაცილებით მეტი გავუტანოთ“.

ანდრეი კარპოვიჩი („აქტობეს მთავარი მწვრთნელი):

„ძალიან გვინდა საკუთარ მოედანზე კარგი მატჩის ჩატარება და გულშემატკივრების გახარება.
ქუთაისელებს მოგება სჭირდებათ, რადგან თუ მოდიხარ დაცვაში „ჩაჯდომის“ განწყობით, მაშინ თამაშს აზრი არ აქვს. დარწმუნებული ვარ, ისინი მოსაგებად ყველაფერს გააკეთებენ.

თუმცა, მეორე მხრივ, ჩვენც გვაქვს საკუთარი გეგმა. ბიჭებს ეს ესმით. ბუნებრივია, ერთია მომდევნო ეტაპზე გასვლა, მაგრამ ჩვენი გულშემატკივრების წინაშე გამარჯვება ბევრად მეტს ნიშნავს. დაე, ნახონ ქართველებმა, როგორი გულშემატკივრობა შეგვიძლია.

მთელი 90 წუთის დაცვაში ყოფნას ნამდვილად არ ვგეგმავთ“.

„აქტობესა“ და „ტორპედოს“ მატჩი თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება. მატჩის ტელერეპორტაჟს „ტელესკოლა“ შემოგთავაზებთ.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ჯორჯიიდან ჯორჯიაში: საბა ლობჟანიძე ამერიკაში გადაბარგდა

შეცდომები დაწვრილებით გავიარეთ: დილამ უკვე იცის რა და როგორ უნდა გააკეთოს