in

ჯოკოვიჩი გამოაბუნძულეს: ავსტრალიამ ნოვაკს ჩაუკეტა და ქვეყნიდან აგდებს

ავსტრალიის ფედერალურმა სასამართლომ არ მიიღო ნოვაკ ჯოკოვიჩის თხოვნა შეეფასებინა ვიზის ანულირების კანონიერება. ვიზის გაუქმების გადაწყვეტილება იმიგრაციის მინისტრმა ალექს ჰოუკმა მიიღო. საქმეს სამი კაცისგან შექმნილი სასამართლო კოლეგია განიხილავდა. მეტიც, მთავარმა მოსამართლემ ჯოკოვიჩისგან თანხის ამოღებაც მოითხოვა სასამართლო ხარჯების გამო. ნოვაკმა ვერ მიიღო ავსტრალიის ვიზა და ის დეპორტაციას დაექვემდებარება. გარდა ამისა, სერბ ჩოგბურთელს სამი წლით აუკრძალავენ ავსტრალიაში ჩასვლას.

Australian Open – მსოფლიოს პირველი ჩოგანისთვის მთავარი ტურნირია, ის სერბმა 9-ჯერ მოიგო.

კომენტარი გააკეთა თავად ჯოკოვიჩმაც:
„ახლა შესვენებას ავიღებ, დავისვენებ და ძალებს აღვიდგენ, სამომავლო გეგმებზე კომენტარს მერე გავაკეთებ. ძალიან გულდაწყვეტილი ვარ სასამართლოს გადაწყვეტილებით, მაგრამ პატივს ვცემ ამ გადაწყვეტილებას და ვითანამშრომლებ მთავრობასთან ავსტრალიიდან გამგზავრებასთან დაკავშირებით“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ზედიზედ 7 გამარჯვების შემდეგ პირველი მარცხი: ჭიკაძე კატართან დამარცხდა

გვეკუთვნის, მაგრამ არ გვეკუთვნის: ამათ რა დაეწევა – XXII ტური