in ,

ჯაბა კანკავა: ნაკრებში საოცარი ენერგიით ვიმუხტები

საქართველოს ნაკრების კაპიტანს ჯაბა კანკავას ნაკრების მაისურით 100 მატჩი დაუგროვდა. ჯაბა ლევან კობიაშვილის შემდეგ, მეორე ქართველი ფეხბურთელია, რომელმაც ეროვნული გუნდის მაისურით 100-მატჩიან ნიშნულს მიაღწია.

ამ საკითხზე ჯაბა კანკავამ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურ ვებ-გვერდთან ისაუბრა.

“წელიწადნახევრის დაწყებული მქონდა ფეხბურთის თამაში, როდესაც საქართველოს ნაკრებში გამომიძახეს. საკმაოდ მოულოდნელი იყო, მაგრამ ამავდროულად იყო ძალიან დიდი მოტივაცია. ალბანეთთან თბილისში მქონდა დებიუტი და ჟირესმა როდესაც მითხრა, გახურდი, შედიხარო, ის ემოციები არასდროს დამავიწყდება. ჩემი მიზანი არასდროს ყოფილა ნაკრებში 100 შეხვედრა ჩამეტარებინა და მატჩების რაოდენობას არასდროს ვითვლიდი. მოედანზე როცა გავდივარ და ვაცნობიერებ ჩემი ქვეყნისთვის ვთამაშობ, საოცარი ენერგიით ვიმუხტები. მადლობა ყველა იმ ფეხბურთელს, ვისთან ერთადაც ნაკრებში მითამაშამია და მადლობა ქართველ გულშემატკივრებს, რომელთა გვერდში დგომასაც ყოველთვის ვგრძნობდით”, – თქვა ჯაბა კანკავამ.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

უქიმერიონის ღირსეული საქციელი: ბოლო ვარჯიშზე აკადემიის აღსაზრდელებმა სათამაშოები მიიტანეს

19 დეკემბერს კუდოში საქართველოს ჩემპიონატი ჩატარდა