ფრანგულმა L’Equipe-მა 20 წლამდე ასაკის საუკეთესო ფეხბურთელების რეიტინგი გამოაქვეყნა.
სასიხარულოა, რომ ამ სიაში მოხვდა ქართველი ფეხბურთელიც. ბუნებრივია საუბარია ხვიჩა კვარაცხელიაზე, რომელიც ამჟამად რუსეთის პირველობაზე “რუბინის” შემადგენლობაში გამოდის. ჩვენიანმა 50 საუკეთესო ახალგაზრდას შორის 34-ე ადგილი დაიკავა.
საინტერესოა, რომ ხვიჩა ერთადერთია, ვინც რუსეთის ჩემპიონატიდან მოხვდა. რეიტინგის ტოპ 50-ში არ არის არცერთი რუსი ფეხურთელი, სამაგიეროდ ორი წარმომადგენელი ჰყავს უკრაინას – ილია ზაბარნი (კიევის “დინამო” – 23-3 ადგილი) და ანატოლი ტრუბინი (“შახტარის” მეკარე – 30-ე).
20 წლამდელთა ტოპ 10 ასეთია:
- ანსუ ფატი, ესპანეთი, «ბარსელონა»
- ედუარდო კამავინგა, საფრანგეთი, «რენი»
- რაიან გრავენბერხი, ნიდერლანდები, «აიაქსი»
- პედრი, ესპანეთი, «ბარსელონა»
- ჯოვანი რეინა, აშშ, დორტმუნდის «ბორუსია»
- ჯუდ ბელინგემი, ინგლისი, დორტმუნდის «ბორუსია»
- იარი ვერსხარენი, ბელგია, «ანდერლეხტი»
- მეისონ გრინვუდი, ინგლისი, «მანჩესტერი»
- ბუკაიო საკა, ინგლისი, «არსენალი»
- მირონ ბოადიუ, ნიდერლანდები, «ალკმაარი»
…
34. ხვიჩა კვარაცხელია, საქართველო, «რუბინი».
GIPHY App Key not set. Please check settings