in

ხვიჩა ნაპოლიში რჩება: მალე კონტრაქტი გახანგრძლივდება – რამდენს მიიღებს კვარა

იტალიის გამარჯვებულ „ნაპოლიში“ მაინც და მაინც სახარბიელო ამბები არ არის. მწვრთნელი და პრეზიდენტი ვერ მორიგდნენ და ახლა ახალ დამრიგებელს ეძებენ. თავის მხრივ საჩემპიონო გუნდის ბევრი ფეხბურთელი უფრო შეძლებულ გუნდებს სურთ. რა და ვინ არ ითქვა ხვიჩა კვარაცხელიაზეც, მაგრამ ახლა დასტურდება, რომ ქართველი ფეხბურთელი გუნდთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს.

წამყვანი იტალიური გამოცემები ადასტურებენ, რომ შეთანხმება უკვე მიღწეულია და კვარაცხელია „ნაპოლისთან“ კონტრაქტს უახლოეს დღეებში თავიდან გააფორმებს.

თანამშრომლობა 2028 წლის ივნისამდე გაგრძელდება, ფეხბურთელის ანაზღაურება კი 1.4 მილიონიდან 2.5 მილიონამდე გაიზრდება, თუმცა ბონუსების ჩათვლით, თანხა შესაძლოა 4 მილიონამდეც ავიდეს.

ნეაპოლელი ქომაგებისთვის ეს კარგი ამბავია, რადგან თითქმის გადაწყვეტილია, რომ მცველი კიმი „მანჩესტერში“ მიდის და დიდი ალბათობით ამავე გზას დაადგება გუნდის გოლეადორი ვიქტორ ოსიმენი.
ამბობენ, რომ ინგლისური გრანდი ორივეში 191 მილიონ ფუნტს იხდისო.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

სეზონის წინ იტალიელმა ჟურნალისტებმა პროგნოზი გააკეთეს: შედეგები თავდაყირა დადგა

ვალენსიამ არწასაგები წააგო, მამარდას თავით გაუტანეს