in

ვალენსიამ არწასაგები წააგო, მამარდას თავით გაუტანეს

გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია“ მალიორკაზე ჩავიდა და მადრიდის „რეალის“ დამარცხების შემდეგ თავად წააგო „მალიორკასთან“ – 0:1.

თამაში დაძაბული გამოვიდა, თუმცა უნდა ითქვას, რომ ვალენსიელებს წასაგებად არ ჰქონიათ საქმე, ხიფათიც მეტი შექმნეს და წესით მინიმუმ ქულას მაინც იმსახურებდნენ.

მამარდაშვილი ცხადია ძირითადში იყო და სრულად ითამაშა. პირველად ჩვენს მეკარეს საქმეში ჩართვა 44-ე წუთზე მოუწია. შეტევა სახიფათო კი იყო, მაგრამ დარტყმა არ გამოვიდა ისეთი, რომ მამარდას აღება გასჭვირვებოდა.

მეორე ტაიმში უფრო გააქტიურებულმა „მალიორკამ“ გაიტანა კიდეც. შეტევა მარცხენა ფლანგიდან განავითარა, საჯარიმოში ჩაწოდებულზე კი ტანმაღალმა კოსოვოელმა ვედატ მურიქიმ, როგორც სჩვევია ხოლმე, თავით ზუსტად დაარტყა.

„ვალენსია“ ქულის გადასარჩენად გაიწია, მაგრამ მშვენიერი საღამო ჰქონდა მასპინძელთა მეკარეს და კარი მშრალად შეინახა.

„ვალენსიას“ 36 ტურის შემდეგ 40 ქულა დარჩა და კომფორტული მე-13 ადგილიც შეინარჩუნა, მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ გასავარდ ზონას მხოლოდ 2 ქულა აშორებს.

მომდევნო ტურში, 28 მაისს „ვალენსია“ შინ გასავარდნ ზონაში მყოფ და გადარჩენისთვის მებრძოლ „ესპანიოლს“ (35 ქულა) ეთამაშება. ამ შეხვედრაში ალბათ ბევრი რამ გაირკვევა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ხვიჩა ნაპოლიში რჩება: მალე კონტრაქტი გახანგრძლივდება – რამდენს მიიღებს კვარა

ეს უკვე სულ სხვა საქმეა: მიქაუტაძეს მილანი ყიდულობს – გიორგის მალდინი ესაუბრა