სპორტული კვლევების საერთაშორისო ცენტრმა CIES Football Observatory მსოფლიოს 33 ლიგაში სეზონის საუკეთესო დრიბლიორების რეიტინგი გამოაქვეყნა.
რეიტინგში შეიყვანეს ის ფეხბურთელები, რომლებთაც მეტოქის მოტყუების მინიმუმ 40 მცდელობა ჰქონდათ. სიის შედგენისას დაითვალეს წარმატებული ფინტის რაოდენობა 100 წუთი სათამაშო დროის განმავლობაში.
სასიხარულოა, რომ ამხელა სიაში ხვიჩა კვარაცხელიაც მოხვდა. ქართველი ფეხბურთელის მე-7 ადგილი ფრიად საპატიოა.
პირველი ათეული ასე გამოიყურება:
- ადამა ტრაორე («ვულვერჰემპტონი») – 11,24;
- ნაულ ლუხანი («უნივერსიდად დე ჩილი ») – 9,68;
- ჩიდერა ეჯუკე (ცსკა) – 9,29;
- ერიკ დე არუდა («სეარა») – 8,32;
- მანორ სოლომონი («შახტარი») – 8,09;
- მუნირ შუაირი («მალათიასფორი ») – 8,09;
- ხვიჩა კვარაცხელია («რუბინი») – 7,82;
- დავიდ ფოფანა («მიოლდე») – 7,72;
- იგორ ივანოვიჩი («შახტიორი» სოლიგორსკი) – 7,62;
- ჰესემ ჰასანი («მირანდესი») – 7,45.
GIPHY App Key not set. Please check settings