in ,

ტორპედო მწვრთნელის გარეშე დარჩა: გუნდიდან ჩხეტიანი გაუშვეს

ქუთაისის “ტორპედო” მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩა.

კახაბერ ჩხეტიანის გათავისუფლების თაობაზე კლუბმა ოფიციალური განცხადება დღეს გაავრცელა.

“ქუთაისის “ტორპედოს” მიერ ბოლო პერიოდში ნაჩვენები შედეგებისა და დღეის მდგომარეობით არსებული სატურნირო ვითარების გათვალისწინებით, კლუბის ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება, შეეწყვიტა თანამშრომლობა კახაბერ ჩხეტიანთან.

საფეხბურთო კლუბი ქუთაისის “ტორპედო” გაწეული სამუშაოსთვის მადლობას უხდის კახაბერ ჩხეტიანს და წარმატებას უსურვებს შემდგომ საქმიანობაში”, – წერს ტორპედოს ოფიციალური გვერდი.

ჩხეტიანი ქუთაისური კლუბის თავკაცი ორჯერ იყო: 2016 წლიდან 2019 წლამდე და 2021 წლის ივნისიდან ამავე წლის ნოემბრამდე. მან ტორპედოს ორჯერ 2016 და 2018 წლებში საქართველოს თასი მოაგებინა, ხოლო 2017 წელს ნანატრი საქართველოს ჩემპიონის ტიტული.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ბორჯღალოსნების შემადგენლობა ნოემბრის ტესტებისთვის

ხვიჩა მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორებშია