in

ხვიჩა მბაპეს ნაცვლად: პსჟ-ს კვარაცხელია უნდა

ევროპული პრესა აქტიურად წერს ერთი და იგივე სიახლეს: პსჟ მბაპეს წასვლის შემდეგ კვარაცხელიას შეძენას შეეცდება.

ცხადია პარიზული კლუბი ერთ ფეხბურთელზე ვერ იქნება დამოკიდებული და აქამდე უფრო აქტიურად იწერებოდა ვიქტორ ოსიმენისა და რაფაელ ლეაოს ვარიანტებზე, მაგრამ ახლა იკვეთება, რომ ფრანგებს სწორედ ქართველი ჰყავთ სამიზნედ.

ამ ინფორმაციას არ უარყოფს, მეტიც, ადასტურებს ფეხბურთელის აგენტიც, მამუკა ჯუღელი.

შეგახსენებთ, ბოლო დროს ყველაზე ხშირად კვარაცხელიას მიმართ „ბარსელონას“ ინტერესზე იწერება. თუ ხვიჩას „ნაპოლიში“ ბოლო დროინდელ ვითარებას გავითვალისწინებთ (გუნდის შედეგები, ხვიჩას უკმაყოფილება, ახალ კონტრაქტ-ხელფასზე შეუთანხმებლობა), სულაც არ არის გამორიცხული, რომ ჩვენიანმა მართლაც დატოვოს იტალიური გუნდი, მიუხედავად იმისა, რომ კონტრაქტი 2027 წლის ივნისამდე აქვს გაფორმებული.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

რატომ არ გაიყვანა კაშიამ კვარაცხელია პირველ ადგილზე: ნაკრების კაპიტნის ვიდეოინტერვიუ

ოქროს ბურთის ფავორიტები, ჯერ ბელინგემი ასწრებს