ხვიჩა კვარაცხელია მუდმივად ხვდება goal.com-ის ყოველთვიურ რეიტინგში, რომელიც „ოქროს ბურთის“ ნომინანტებს ეხება. ქართველი ფეხბურთელი ათეულში ტრიალებს. ამჟამად ჩვენიანი მე-8 პოზიციაზეა. ხვიჩა მეექვსეც ყოფილა და მეშვიდეც. ბუნებრივია, ეს სასიხარულოა, მაგრამ მთავარი მაინც უშუალოდ პრიზის გამცემი „ფრანს ფუტბოლია“. ჰოდა, ფრანგულმა გამოცემამ დაწერა, რომ კვარაცხელია შესაძლოა ნომინანტებს შორის ვიხილოთ.
„სავსებით შესაძლებელია ხვიჩა კვარაცხელია წელს „ოქროს ბურთის“ ნომინანტებს შორის იყოს“, -წერს პოპულარული გამოცემა და მიუთითებს, რომ ეს არ იქნება რეიტინგის სათავე, თუმცა ოდესმე ის საუკეთესოთა შორის მოხვდება.
GIPHY App Key not set. Please check settings