in

სიტის მაგარი ბიჭები 2 მლნ ფუნტს აიღებენ თუ სამივეს მოიგებენ

„სიტის“ მთავარი ფეხბურთელები ტრებლის შესრულების შემთხვევაში 2 მლნ ფუნტს მიიღებენ.

ამაზე The Times წერს და მთავარ ფეხბურთელებში ისინი იგულისხმებიან, რომლებიც ხშირად გადიან ძირითადში. დამატებით 2 მლნ-ის მისაღებად საჭიროა გუნდმა მოიგოს პრემიერლიგა, ინგლისის თასი და ჩემპიონთა ლიგა.

საუკეთესო ფეხბურთელები 1 მლნ ფუნტს მიიღებენ ჩემპიონთა ლიგის მოგების შემთხვევაში, 750 ათასს ჩემპიონობისთვის და 300 ათასს ფუნტს თასის აღების გამო.

„სიტი“ შესაძლოა გახდეს პირველი ინგლისური გუნდი, რომელიც ტრებლს მოიგებს 1999 წლის „მანჩესტერის“ შემდეგ.

„სიტი“ ქვეყნის ჩემპიონი შესაძლოა უკვე დამდეგ ტურში გახდეს. ინგლისის თასის ფინალი კი 3 ივნისს არის „მანჩესტერთან“, ხოლო 10 ივნისს ჩემპიონთა ლიგის ფინალია „ინტერთან“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ხვიჩა მართლა მოხვდება ოქროს ბურთის ნომინანტებში: ამაზე ფრანს ფუტბოლი წერს

ვინ გახდება პრემიერლიგის საუკეთესო ახალგაზრდა