in

კვარაცხელია ოქროს ბურთის ნომინანტია: ფრანს ფუტბოლმა ქართველი საბოლოო სიაში შეიყვანა

ხვიჩა კვარაცხელია „ოქროს ბურთი 2023“-ის ნომინანტთა სიაშია. საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ ფეხბურტელი წლის საუკეთესო მოთამაშეთა შორის „ფრანს ფუტბოლმა“ ოფიციალურად დაასახელა.

ეს რომ ასე იქნებოდა მთელი წელიწადი ცხადია იყო. Goal-ის რეიტინგში ჩვეიანი ათეულშიც ხშირად იყო და ბოლო მონაცემებით მე-13 პოზიციაზე დააყენეს, თუმცა სულ სხვაა ოფიციალური მონაცემები.
„ოქროს ბურთის“ დაჯილდოების ცერემონია 30 ოქტომბერს პარიზში გაიმართება.

ოქროს ბურთი 2023. ნომინანტები

იოშკო გვარდიოლი (ლაიპციგი / მანჩესტერ სიტი)
ანდრე ონანა (ინტერი / მანჩესტერ იუნაიტედი)
ქარიმ ბენზემა (რეალი / ალ-იტიჰადი)
ჯამალ მუსიალა (ბაიერნი)
მოჰამედ სალაჰი (ლივერპული)
ჯუდ ბელინგემი (დორტმუნდი / რეალი)
ბუკაიო საკა (არსენალი)
რენდალ კოლო მუანი (პსჟ)
კევინ დე ბრუინი (მანჩესტერ სიტი)
ბერნარდო სილვა (მანჩესტერ სიტი)
ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი)
ემილიანო მარტინესი (ასტონ ვილა)
რუბენ დიასი (მანჩესტერ სიტი)
ნიკოლო ბარელა (ინტერი)
ერლინგ ჰოლანდი (მანჩესტერ სიტი)
მარტინ ედეგორი (არსენალი)
ილქაი გიუნდოგანი (მანჩესტერ სიტი / ბარსელონა)
ხულიან ალვარესი (მანჩესტერ სიტი)
იასინ ბუნუ (სევილია / ალ-ჰილალი)
ვინისიუს ჟუნიორი (რეალი)
როდრი (მანჩესტერ სიტი)
ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო)
ლიონელ მესი (პსჟ / ინტერ მაიამი)
ლაუტარო მარტინესი (ინტერი)
რობერტ ლევანდოვსკი (ბარსელონა)
კილიან მბაპე (პსჟ)
კიმ მინ-ჯე (ნაპოლი / ბაიერნი)
ლუკა მოდრიჩი (რეალი)
ჰარი კეინი (ტოტენჰემი / ბაიერნი)
ვიქტორ ოსიმენი (ნაპოლი)

მთავარ ფავორიტად მსოფლიო ჩემპიონი ლეო მესი მიიჩბევა, სამეულში კი ჰოლანდსა და მბაპეს მოიაზრებენ.

„ოქროს ბურთი“ ფრანგულმა საფეხბურთო ჟურნალმა „ფრანს ფუტბოლმა“ დააწესა და ყოველწლიურად ევროპის საუკეთესო ფეხბურთელს გადაეცემა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

გპირდებით მაქსიმუმს გავაკეთებთ: საქართველო ნაყოფიერად ემზადება – ვიდეო

სამეგრელომ ჩემპიონთა ლიგაზე მოიგო: წინ მინიფინალი და მერე პლეი-ოფია – როგორ მოიგეს ჩვენმა გოგონებმა