ავტორიტეტულმა რუსულმა გამოცემა სპორტ ექსპრესმა რუსეთის ჩემპიონატის ფეხბურთელები გამოკითხა, რომლის შედეგად განვლილი სეზონის საუკეთესოები დაასახელა.
ქართული ფეხბურთის იმედი, საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის “რუბინის” ერთ-ერთი ლიდერი ხვიჩა კვარაცხელია აღნიშნულ გამოკითხვაში მე-5 ადგილზე გავიდა.
გამოკითხვაში მონაწილეობას 16-ვე კლუბის 11 მოთამაშე იღებდა. ყველაზე მეტი 22 ხმა “ზენიტის” ირანელმა თავდამსხმელმა სერდარ აზმუნმა მიიღო. მეორე ადგილზე არტიუმ ძიუბა, მესამეზე კი ცსკა-ს ხორვატი ნახევარმცველი ნიკოლა ვლაშიჩი გავიდა.
ხვიჩამ 70 ხმით მე-5 ადგილი დაიკავა. თავის სამეულში ის პირველ ადგილზე თანაგუნდელებმა: დიუპინმა, ზოტოვმა და ურემოვიჩმა დაასახელეს, ასევე – “როტორის”, “სოჩის”, “ტამბოვის”, “ურალის”, “უფას” და “არსენალის” მოთამაშეებმა.
ხვიჩა კვარაცხელია ყაზანის “რუბინის” ღირსებას 2019 წლიდან იცავს და მასთან კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. 20 წლის ნახევარმცველმა რუსეთის პრემიერლიგის 2020/21 წლების სეზონის 23 მატჩში ითამაშა და 4 გოლი გაიტანა. მის ანგარიშზე ასევე 8 საგოლე პასია.
რუსეთიდან წასვლაზე მითითება არ მიგვიცია – რა ხდება კვარაცხელიაზე: რაზე ლაპარაკობენ ხვიჩა და მამამისი
GIPHY App Key not set. Please check settings