რუსეთის პრემიერლიგის 21-ე ტურის შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელიას ყაზანის “რუბინი” “როსტოვს” დაუპირისპირდა და 1:2 დამარცხდა.
ქართველი ტალანტი ხვიჩა კვარაცხელია ყაზანელთა ძირითად შემადგენლობაში იყო და შეხვედრის 76-ე წუთზე ულამაზესი ჯარიმაც გაიტანა. ეს ხვიჩას მეორე გოლია მიმდინარე სეზონში.
ხვიჩამ ამ გოლით ანგარიში გაათანაბრა, მაგრამ “რუბინმა” ბოლოსკენ მეორეც გაუშვა და მატჩიც წააგო.
21 ტურის შემდეგ რუბინს” 25 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მეათე ადგილზეა.
GIPHY App Key not set. Please check settings