in

ხვიჩა დღეს ყანაში ითამაშებს: კვარაცხელიას მომავალი უკვე გადაწყვეტილია – მას ბარსელონაში ითხოვენ

დღეს „ნაპოლის“ ჩემპიონატის თამაში აქვს. სერია A-ს 26-ე ტურში ხვიჩას გუნდი სტუმრად „სასუოლოს“ დაუპირისპირდება.
გუშინ „სასუოლოს“ „მაპეის“ სტადიონზე „რეჯანასა“ და „ზიუდტიროლის“ შეხვედრა ჩატარდა (სერია B) და მოედანი კარტოფილის მინდორს ჰგავს. ასე რომ, რა მდგომარეობაში მოუწევთ დღეს ფეხბურთელებს თამაში, ამას მხოლოდ საღამოს ვნახავთ.jorgensenfarmsinc.com Mens VANS 2020 holroydtileandstone.com bežecké tenisky haynesplumbingllc.com bogner overal panske teplaky iansargentreupholstery.com panske teplaky holroydtileandstone.com holroydtileandstone.com janwoodharrisart.com lepetitartichaut.com bogner overal חליפות מידות גדולות נשים

მატჩი კი თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება. ისე, ამ გუნდის კარში კვარამ ლამაზი გოლების გატანა იცის.

ახლა კი ცოტა რამ ხვიჩას შესახებ, უფრო სწორედ მის მომავალზე.

Calciomercato წერს, რომ „ბარსელონაში“ ჩავის ნაცვლად (სეზონის ბოლოს მიდის გუნდიდან) ინგლისის „ბრაიტონის“ თავკაცი რობერტო დე ძერბი დაინიშნება. ის კი სწორედ კვარაცხელიას ითხოვს. დე ძერბის ასევე „ევერტონის“ ცენტრალური ნახევარმცველის, ამადუ ონანას დამატება სურს.
ისე, დე ძერბი „მანჩესტერსაც“ აინტერესებს. „ბარსელონას“ შორტ-ლისტში კი მის გარდა სამი გერმანელია – ნაგელსმანი, ტუხელი და ფლიკი.

ტელეწამყვანმა რაფაელე აურიემამ გადაცემა Si Infuzzi La Network-ში კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა და პირდაპირ თქვა:
„კვარაცხელიას მომავალი უკვე გადაწყვეტილია. ფეხბურთელის აგენტი პრეზიდენტს გაყიდვაზე მაისში მოელაპარაკება“.

მიმდინარე სეზონში კვარაცხელიამ ყველა ტურნირზე 33 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და ამდენოვე საგოლე პასი გააკეთა. Transfermarkt-ის შეფასებით, ჩვენიანის სავარაუდო ღირებულება 80 მილიონი ევროა.

What do you think?

-1 Points
Upvote Downvote

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ლეოს 500 მლნ: მესი ინსტაგრამზე მეორე კაცია

კვარას დუბლი და პასი: ხვიჩა მეორე ტაიმში ბრწყინვალე იყო – ნაპოლიმ 6:1 მოიგო