in

კვარას დუბლი და პასი: ხვიჩა მეორე ტაიმში ბრწყინვალე იყო – ნაპოლიმ 6:1 მოიგო

„ნაპოლიმ“ სერია ა-ს 21-ე ტურის გამოტოვებულ მატჩში სტუმრად წელს სუსტად მოთამაშე „სასუოლო“ არ დაინდო და 6:1 მოუგო. ამაში კი დიდია ხვიჩა კვარაცხელიას წვლილი. ჩვენიანმა საოცარი მატჩი ჩაატარა. განსაკუთრებით მეორე ტაიში და სამი გოლი (დუბლი და პასი) პირადად შექმნა. მივყვეთ.lepetitartichaut.com mindfulmusclellc.com bežecká obuv maison-metal.com maison-metal.com massage pistol justineanweiler.com automatický dávkovač mýdla lidl mindfulmusclellc.com strømper str 42 team easy on tøj til salg automatický dávkovač mýdla lidl onlysxm.com automatický dávkovač mýdla lidl team easy on tøj til salg

პირველი საგოლე მომენტი სწორედ კვარაცხელიამ შექმნა, მაგრამ მცველი გადაეფარა. უპირატესობას „ნაპოლი“ ფლობდა, მაგრამ ანგარიში მასპინძლებმა მე-17 წუთზე რაკიჩის იშვიათი სიზუსტის დარტყმით გახსნეს.

„ნაპოლიმ“ თამაში მალევე შემოატრიალა. 29-ე წუთზე რაჰმანიმ გაათანაბრა. ორ ვიქტორ ოსიმენმა დააწინაურა სტუმრები, 41-ე წუთზე კი დუბლი შეასრულა და ცხადია გაზდა,რომ კალცონა პირველ სამ ქულას აიღებდა.

პირველ ტაიმში, 36-ე წუთზე კვარაცხელიამ კარიდან გამოსული მეკარე შენიშნა და გატანა მოედნის ცენტრიდან სცადა, თუმცა მიზანს ძალიან მცირედით ააცილა. შესვენებამდე კი კართან დარჩენილმა მახვილი კუთხიდან მარცხენათი დაარტყა, მეკარემ ფეხით აუღო.

აი მეორე ტაიმში კი ქართველი ვეღარ შეაჩერეს.
47-ე წუთზე „სასუოლოს“ მცველის პასი ჩაჭრა და კარის წინ ოსიმენს დაუგორა, რომელმაც ჰეთ-თრიქი შეასრულა.
51-ე წუთზე კვარაცხელიამ მისთის დამხასათიებელი ეპიზოდი შემოგვთავაზა. მარცხენა ფლანგიდან ცენტრისკენ შეიწია და ძლიერი დარტყმით კუთხეში ლამაზად ჩასვა.
76-ე წუთზე კუთხურის გათამაშების შემდეგ ხვიჩამ მეორეც გაიტანა, მარცხენა ფეხით. ეს მისთვის იტალიის ჩემპიონატში მესამე დუბლია.

ახლა კვარაცხელიას აქტივში 8 გოლი და 4 საგოლე პასია.

სასუოლო – ნაპოლი 1:6
გოლები: 1:0 რაჩიჩი (17), 1:1 რაჰმანი (29), 1:2 ოსიმენი (31), 1:3 ოსიმენი (41), 1:4 ოსიმენი (47), 1:5 კვარაცხელია (51), 1:6 კვარაცხელია (75)

25 ტურის შემდეგ „ნაპოლი“ 40 ქულით მე-9 ადგილზეა და ევროზონას 4 ქულით, ხოლო ჩემპიონთა ლიგის ზონას 8 ქულით ჩამორჩება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ხვიჩა დღეს ყანაში ითამაშებს: კვარაცხელიას მომავალი უკვე გადაწყვეტილია – მას ბარსელონაში ითხოვენ

10.0 – კვარაცხელიამ უმაღლესი შეფასება მიიღო