in ,

ხვიჩა ბარსელონას დაეჯახა: ჩემპიონთა ლიგის წილისყრა

შვეიცარიის ქალაქ ნიონში, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის წილისყრა გაიმართა და ცნობილი გახდა ხვიჩა კვარაცხელიასა „ნაპოლისა“ და დავით ხოჭოლავას „კოპენჰაგენის“ მეტოქეები.

ქართველი ფეხბურთელების გუნდებმა ჯგუფურ ეტაპზე მეორე ადგილი დაიკავეს და წილისყრისას განუთესავები იყვნენ. „ნაპოლი“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში „ბარსელონას“ შეხვდება, ხოლო „კოპენჰაგენი“ მოქმედ გამარჯვებულ „სიტის“.

წილისყრისას იყო ორი შეზღუდვა: მერვედფინალში ერთმანეთს ვერ შეხვდებოდნენ ერთი ქვეყნის გუნდები, ასევე ის გუნდები, რომლებიც ჯგუფურ ეტაპზე ერთ ქვეჯგუფში იყვნენ.

მერვედფინალური წყვილები ასე გამოიყურება:

პორტო (პორტუგალია) – არსენალი (ინგლისი)

ნაპოლი (იტალია) – ბარსელონა (ესპანეთი)

პსჟ (საფრანგეთი) – სოსიედადი (ესპანეთი)

ინტერი (იტალია) – ატლეტიკო (ესპანეთი)

ეინდჰოვენი (ნიდერლანდები) – დორტმუნდი (გერმანია)

ლაციო (იტალია) – ბაიერნი (გერმანია)

კოპენჰაგენი (დანია) – სიტი (ინგლისი)

ლაიპციგი (გერმანია) – რეალი (ესპანეთი)

1/8 ფინალის პირველი მატჩები 13, 14, 20 და 21 თებერვალს გაიმართება, განმეორებითი მატჩები – 5, 6, 12 და 13 მარტს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

კრიშტიანო რონალდო ისტორიაში ყველაზე პოპულარული სპორტსმენი გახდა

ქართველებს ქართველების გუნდები შეხვდათ: ევროპა ლიგის წილისყრა