in ,

ხვიჩას 0 მოქმედება აქვს 2 თვეში: არადა გოლს 81 წუთში ჰქმნიდა

„ნაპოლიმ“ კვირას 3:1 მოუგო „ინტერს“. ერთი გოლი კი გააუქმეს: კვარაცხელიამ სიმეონეს უპასა. ხვიჩას ეს პასი ძალიან სჭირდებოდა – ჩვენიანს ვერ გააქვს და საგოლე მოქმედება არ აქვს 19 მარტის შემდეგ.

ხვიჩა ბოლო 11 მატჩში (Opta)
დარტყმა: 23
მოსალოდნელი გოლი (xG): 2.25
მოსალოდნელი ასისტი (xA): 1.7
გოლი: 0
ასისტი: 0

უგოლო მატჩების რაოდენობა 12-მდე გაიზარდა, ნაკრებსაც თუ მივათვლით.

ბოლოს ხვიჩამ „ტორინოს“ გაუტანა (4:0), მარტში.

ჩემპიონთა ლიგის განმეორებით ნახევარფინალში ხვიჩამ პენალტიც ვერ გაიტანა „მილანთან“.

მშრალ მატჩებში ხვიჩამ 811 წუთი ითამაშა.

ხვიჩას სტატისტიკა სიმშრალემდე

2271 სათამაშო წუთი: 81 წუთი გოლზე/ასისტზე
14 გოლი
14 ასისტი

გამოდის,რომ კვარაცხელიას ბოლო 11 მატჩში შეეძლო 10 გოლის შექმნა, გრაფიკს რომ მიჰყოლოდა.

„მან ჯერ კიდევ ბევრი უნდა ისწავლოს, და როდესაც ამას გააკეთებს, ის მომაკვდინებელი, სუპერფეხბურთელი გახდება“ – სპალეტი.

არადა, თამაშით ისევ ისე მაგრად თამაშობს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ბრაზილიაში ქრისტეს ქანდაკება ჩააქრეს: ესპანეთში კი VAR-ის არბიტრი გააგდეს – როგორ ებრძვიან რასიზმს

რა თქმა უნდა: მამარდა ტურის სიმბოლურშია