ყაზანის „რუბინისა“ და ქართული ფეხბურთის უკვე ვარსკვლავის ხვიჩა კვარაცხელიას მამამ განაცხადა, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს მისი შვილი დატოვებს ყაზანურ კლუბს. ბადრი კვარაცხელიამ ჯერ არ იცის, უშუალოდ სად გააგრძელებს ხვიჩა კარიერას, მაგრამ დარწმუნებულია, რომ ის რუსეთს მიღმა კლუბს იშოვის.
„100%-ით შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ამ ზაფხულს ხვიჩა დატოვებს „რუბინს“. ჯერ თავს შევიკავებ იმაზე საუბრისგან, თუ რომელ გუნდში გადავა. დავილაპარაკებთ სხვადასხვა კლუბებთან. ახლა ხვიჩა დაისვენებს, მერე კი გადაწყვეტს, სად ურჩევნია თამაში. მაგრამ მინდა ყველა ქართველი დავარწმუნო, რომ ჩემი შვილი რუსეთში არ დარჩება“.
20 წლის ხვიჩა 2019 წლის შემდეგ გამოდის „რუბინში“. მანამდე ის იჯარით მოსკოვის „ლოკომოტივში“ თამაშობდა.
GIPHY App Key not set. Please check settings